რატომ უმატებენ დიასახლისები ჯემებს ძმარს? - ის, რაც შეიძლება არ იცოდეთ
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჯემებში სხვადასხვა შემასქელებლის (აგარ-აგარისა თუ პექტინის) გამოყენება. თუკი დასახელებული პროდუქტები თქვენს მახლობელ მაღაზიებში ვერ იპოვეთ, დაახლოებით იმავე შედეგს ძმრისგანაც მიიღებთ, რომელიც ყველა ოჯახშია.
დიასახლისები, რომლებიც ჯემებში ძმარს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ მისი დამსახურებით ჯემი უფრო სქელი და პრიალა ხდება. გარდა ამისა, ხარშვისას ქვაბი არ იწვავს.
როდის უნდა დავამატოთ ძმარი ჯემს?
ძმარი ჯემს თავიდანვე ემატება, კერძოდ ხილის ქვაბში მოთავსებისთანავე. ამგვარად ხილი და ძმარი ერთდროულად იხარშება.
გაგიზიარებთ ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრის მზია ახვერდაშვილის რეცეპტს.
ქლიავის ჯემი
ინგრედიენტები:
ქლიავი - 1 კგ
შაქრის ფხვნილი - 250 გ
ძმარი - 40 მლ.
მომზადების წესი:
ქლიავს გამოვაცალე კურკა, დავდგი დაბალ ცეცხლზე, დავასხი ძმარი და ვადუღე მოხარშვამდე. შემდეგ დავაყარე შაქრის ფხვნილი და ვხარშე მზაობამდე, სასურველ სისქემდე. ცხელ-ცხელი ჩავასხი ცხელ რეზბიან ქილებში.
მთავარ ფოტოზე - მზია ახვერდაშვილის ფოტო