როგორ შევინახოთ ბოსტნეული შემოდგომაზე ისე, რომ გაზაფხულამდე გაძლოს - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ბოსტნეული შემოდგომაზე ისე, რომ გაზაფხულამდე გაძლოს

 

ყველა ბოსტნეული, რომელიც შემოდგომაზე ხარობს, ძალიან კარგად ინახება. მათ შეუძლიათ ზაფხულამდე დაუზიანებლად მიაღწიონ. ბოსტნეული ყველაზე კარგად სარდაფებში ინახება, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 0 °-ია, რაც არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ბოსტნეულის შესანახად. პროდუქტი არც იყინება  და არც ფუჭდება. 

 

გაცილებით რთულია ქალაქის ბინებში ხილისა და ბოსტნეულის დიდხანს შენარჩუნება, მაგრამ თუ გარკვეული პირობები დაცულია, შესაძლებელია შენახულმა პროდუქტმა გაზაფხულამდეც გაძლოს. 

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ხილისა და ბოსტნეულის შენახვისთვის საუკეთესო პირობებს: 


კარტოფილი 

 

ვარგისიანობის ვადა : 6 თვე   +3 – + 4˚С ზე .

 

რჩევა: კარტოფილი ინახება მშრალ და მთლიან მდგომარეობაში.

შეინახეთ : გრილ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს. შუქზე კარტოფილი მწვანდება და მასში შხამიანი ნივთიერება - სოლანინი გროვდება.

 

 

 

ჭარხალი


ვარგისიანობის ვადა: 5-6 თვე 0 ... + 1˚С.

 

მნიშვნელოვანია: ფრთხილად შეარჩიეთ ბოსტნეული, მას არ უნდა ჰქონდეს ყავისფერი ლაქები. შენახვამდე კარგად გააშრეთ. 

 

შენახვა: უმჯობესია შეინახოთ ქვიშაზე ან ტორფზე. 

 



კომბოსტო

 

ვარგისიანობა: 4 თვე -1 ... + 1˚С

 

მომზადება: შეარჩიეთ საშუალო ზომის კომბოსტო, დატოვეთ რამდენიმე მწვანე საფარის ფოთოლი - ისინი დაიცავენ კომბოსტოს თავს პათოგენური მიკროფლორას შეღწევისგან და მექანიკური დაზიანებისგან.

 

შენახვა: შეინახეთ ერთმანეთისგან განცალკევებით.

 


ხახვი 

 

შენახვის ვადა: 6 თვე – ოთახის ტემპერატურაზე.

 

მომზადება: პირველ რიგში, ხახვი კარგად უნდა გაშრეს. შენახვის ძირითადი პირობაა ნესტის თავიდან აცილება.

 

შენახვა: შეინახეთ სახლის ყველაზე მშრალ ადგილას.

 

გოგრა

 

შენახვის ვადა: 1 წელი – ოთახის ტემპერატურაზე.

 

მომზადება: გოგრა უნდა იყოს სრულად დამწიფებული, სხვა შემთხვევაში არ შეინახება. ყუნწი უნდა გაშრეს და კანი კი გამკვრივდეს.

 

შენახვა: გოგრის შენახვამდე ნაყოფი 2-3 დღის განმავლობაში ჰაერზე გააჩერეთ, შემდეგ მოათავსეთ ბნელ, მშრალ და ისეთ ადგილას, რომელიც ხშირად ნიავდება. გაითვალისწინეთ, გოგრები ერთმანეთისგან დაცილებული იყოს, არ უნდა ეხებოდეს. 

 

 

ყაბაყი

 

შენახვის ვადა: 5-6 თვე ოთახის ტემპერატურაზე.

 

მომზადება: ყაბაყი უნდა იყოს მწიფე, დაკაკუნებისას ხმა ყრუდ უნდა გაისმოდეს, კანი კი ძალიან  მკვრივი უნდა იყოს. 

 

შენახვა: შენახვის წინ უმჯობესია ყაბაყი 2-3 დღის განმავლობაში მზეზე გააჩეროთ. შემდეგ შეინახეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. გოგრის მსგავსად, ისეთი ადგილი შეარჩიეთ, რომელიც ხშირად ნიავდება. 

 


ვაშლი

 

შენახვის ვადა: 2-3 თვე,  5-7 С ტემპერატურაზე.

 

მომზადება: ვაშლი უნდა იყოს ჯანმრთელი, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

 

შენახვა: გაახვიეთ ქაღალდში და შეინახეთ ხის ყუთებში. მოარიდეთ მკვეთრი სუნის მქონე ბოსტნეულს, როგორიცაა ნიორი და ხახვი.