15 პროდუქტი, რომლებიც მოსწავლეს აზროვნებაში ეხმარება
15 პროდუქტი, რომლებიც მოსწავლეს აზროვნებაში ეხმარება

სასკოლო პროგრამის ათვისება ბავშვებისგან მაღალ გონებრივ აქტივობას მოითხოვს. თანაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ამიტომ ვიტამინები და ენერგიის წყარო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რით შეგვიძლია მშობლებს ამ დროს ბავშვის ორგანიზმს შევეშველოთ? იმისათვის, რომ სასწავლო პროცესმა მათთვის ადვილად ჩაიაროს, აუცილებელია დღის რეჟიმის ორგანიზება და ბავშვის მენიუს სასარგებლო საკვებით გაჯერება. გთავაზობთ 15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც გონებას სასწავლო მასალის ათვისებაში დაეხმარებიან.

 

1. თევზი

 

უკეთესია, თუ მოხარშულს მიირთმევს. შესანიშნავი ენერგიის წყაროა და კარგად მოქმედებს ტვინზე. თევზზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს. 

 

2. ხორცი

 

ხორცში შემავალ ცილებს ვერაფერი შეცვლის. ქათმის, ძროხის, ბატკნის, თიკნისა და ღორის ხორცი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს.

 

3. კვერცხი

 

კვერცხში შემავალი ნივთიერებები გონების კონცენტრაციისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ეს პროდუქტიც ჯობია, რომ მოხარშული მიიღოთ, რადგან შეწვის შემთხვევაში ქოლესტერინის დონე მატულობს.

 

4. წყალი

 

მართალია, ისედაც ყველა სვამს ყოველდღე, მაგრამ აქ დღიურ ნორმაზეა საუბარი. მოსწავლეს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება. ამაში გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა არ იგულისხმება.

 

5. წითელი წიწაკა და სუნელები

 

ბრიტანეთში წითელი წიწაკა სასკოლო ასაკისთვის საუკეთესო პროდუქტად დაასახელეს. თუმცა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ. გააგრძელეთ კითხვა....

მასალის გამოყენების პირობები
28 სექტემბერი, 2020 11:30 a.m.
ნანახია: 195