რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა? - Gemrielia.ge

რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა?

მრავალი წლის განმავლობაში ყავა კამათს იწვევდა: მეცნიერები იკვლევდნენ, კოფეინის მუდმივი მოხმარება ჯანმრთელ ადამიანზე კარგ გავლენას ახდენდა თუ არა. ბოლო კვლევები გაახარებთ მათ, ვინც ამ არომატულ სასმელზე გიჟდება, - ყავას ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვს, არათუ ზიანს აყენებს მას.

ყავის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მოულოდნელი და ყურადღების ღირსია. ამის ნათელი მაგალითია - ყავის მოქმედება ღვიძლზე. ღვიძლი და ყავა ყოველთვის ანტაგონისტები იყვნენ. ვის არ სმენია, რომ ყავა ღვიძლისთვის საკმაოდ მძიმე პროდუქტია? დასკვნის მიხედვით, რომელიც მეცნიერებმა ღვიძლით დაავადებულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გააკეთეს, ყავას შეიძლება მედიკამენტი ვუწოდოთ.

 

 

ეს სასმელი ღვიძლში ღვიძლის ფერმენტის დონეს ამცირებს და ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურს ამცირებს. C ჰეპატიტით დაავადებულმა ადამიანებმა ყავა უნდა დალიონ, რომ დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ ყავას, არამედ ყავას, რომელიც კოფეინს არ შეიცავს! ერთადერთი პროდუქტი, რომლის მიღებაც ნამდვილად არ ღირს, ხსნადი ყავაა. ხსნად ყავას სარგებელი არ მოაქვს.

სიმსივნის დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (მერილენდის შტატი, აშშ) ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ ყავა სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს, ასევე  გააგრძელეთ კითხვა..