„აჯიკას ვაკეთებ და ძალიან ცხარე გამომივიდა“ – 5 რჩევა სიცხარის გასანეიტრალებლად - Gemrielia.ge

„აჯიკას ვაკეთებ და ძალიან ცხარე გამომივიდა“ – 5 რჩევა სიცხარის გასანეიტრალებლად

„გოგოებო, აჯიკას ვაკეთებ ეხლა და გამომივიდა ძაან ცხარე. რით შეიძლება გავანეიტრალო ოდნავ მაინც?“ - ეს შეკითხვა Gemrielia.ge -ის ფეისბუქჯგუფში ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა დასვა. მსგავსი პრობლემის წინაშე არაერთი ადამიანი დამდგარა, ასე რომ, თავიანთი გამოცდილება ბევრმა დიასახლისმა გაგვიზიარა.

 

წარმოგიდგენთ 5 რჩევას იმ შემთხვევისთვის, თუკი აჯიკა ძალიან ცხარე გამოგივათ.

 

1.    დაიცადე - დიახ, პირველი რჩევა ასეთია. აჯიკა რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. მარტივად მოსალოდნელია, რომ ამ დროის განმავლობაში სიცხარე ბუნებრივად განეიტრალდეს და მთელ მასაში თანაბრად გადანაწილდეს. სწორედ ასე მოხდა ჩვენი შეკითხვის ავტორის შემთხვევაშიც. მეორე დილით აჯიკას მისთვის სასურველი გემო და სიცხარე ჰქონდა. თუ აჯიკა მაინც ძალიან ცხარე მოგეჩვენებათ, სტატიის კითხვა გააგრძელეთ და სხვა რჩევებს მიმართეთ.

 

2.    პამიდორი დაუმატე - პამიდვრის შერევით სიცხარე განეიტრალდება. დაუმატეთ თქვენი გემოვნებით.

 

 

3.    ბულგარული წიწაკა - სიცხარის გასანეიტრალებლად ტკბილი ბულგარული წიწაკის დამატებაც კარგი იდეაა. პამიდვრის მსგავსად, ესეც გემოვნებით დაუმატეთ.

 

4.    სტაფილო - აჯიკას ძალიან მოუხდება სტაფილოს მოტკბო გემო და სიცხარესაც გაანეიტრალებს.

 

5.    შაქარი - თუკი ზემოჩამოთვლილი არცერთი ბოსტნეულის დამატება არ გსურთ ან უბრალოდ სახლში არ აღმოგაჩნდებათ, რამდენიმე კოვზი შაქარი დაუმატეთ - ესეც გემოვნებით და ეტაპობრივად.

 

თქვენ როგორ ანეიტრალებთ ხოლმე აჯიკის სიცხარეს?

 

მთავარი ფოტო ელგა ტაბატაძის.