თუ გიყვართ ფეიხოა, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია
ფეიხოა არის უძველესი ხილი. ისტორიულად, იზრდება სამხრეთ ბრაზილიის, კოლუმბიის, ურუგვაის და ჩრდილოეთ არგენტინის მაღალმთიან რაიონებში. ახლა ფეიხოა იზრდება თითქმის ყველგან, მათ შორის: ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონებში, აშშ– ში.
ფეიხოა ძალიან გემრიელი და არომატულია. მისი სუნი ჰგავს მარწყვის, კივის და ანანასის ნარევს. იმისათვის, რომ ეს გემო და არომატი სრულად გამოიხატოს, ხილი უნდა იყოს ბოლომდე მწიფე.
ფეიხოას სასარგებლო თვისებები
ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით უტოლდება ზღვის მცენარეებს. ბუნებრივ პირობებში მოყვანილი ფეიხოას ნაყოფების უნიკალური თვისებაა – მათში წყალში ხსნადი იოდის ნაერთების არსებობა.
როგორც სამეცნიერო, ისე ხალხურ მედიცინაში ფეიხოას ნაყოფს იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს. ასევე რეკომენდებულია მათი გამოყენება C ვიტამინის დეფიციტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების, გასტრიტის დროს. ფეიხოას ხილი ძალიან სასარგებლოა ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის.
ფეიხოა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, საქაროზას, პექტინს, ბოჭკოს. მათი რაოდენობით სხვა კენკრასც კი აღემატება.
ფეიხოას ქერქი პრინციპში საკვებია, მით უმეტეს, ძალიან სასარგებლო, რადგან ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს პრევენციას. თუ გსურთ ფეიხოასგან მაქსიმალური სარგებლით მიიღოთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ მარტივად: გააშროთ კანი და მოადუღოთ ჩაი ისე, რომ ერთი ანტიოქსიდანტი არ დაიკარგოს. ან ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატეთ შაქარი. შეინახეთ მაცივარში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.
ფეიხოას შენახვა
თუ შეიძინეთ კარგად დაუმწიფებელი ფეიხოა, ჯობს მოითმინოთ და დაელოდოთ მის სრულყოფილად დამწიფებას.
თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ნაყოფი ყავისფერი ხდება და ლპება რამდენიმე დღის შემდეგ, თუმცა ის გარედან სრულიად არ ჩანს. შეინახეთ გრილ ოთახში, ან მაცივარში. ასე ხილი ინახება ერთი თვით, ან კიდევ მეტი დროით.
შესაძლებელია ფეიხოას გაყინვა: ასე ხილი შეინახება საყინულეში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.