რაში იმალება რაჭული ლორის გემოს საიდუმლო - გაეცანით რაჭული ლორის დამზადების უძველეს ტრადიციას - Gemrielia.ge

რაში იმალება რაჭული ლორის გემოს საიდუმლო - გაეცანით რაჭული ლორის დამზადების უძველეს ტრადიციას

რაჭული ლორი უნიკალურია, მისი გემოვნური თვისებებითა და დამზადების ტექნოლოგიით.

ლორის ხარისხი და გემო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემო პირობებია.

რაჭული ლორი იდეალურია ლობიოსა და ლობიანში. წვრილად დაჭრილი ლორი უნდა ჩავახარშოთ ლობიოს, და მას საოცარ არომატს შესძენს.

ეთნოგრაფ ლევან ფრუიძის გადმოცემით, ჯიშიან დედა ღორებს დიდი ყურადღებით კვებავდნენ და ნაშენობის უნარის გათვალისწინებით ინარჩუნებდნენ. სასუქად დაკოდილ ტახებს არჩევდნენ და მისი დაკვლა გვიან შემოდგომით – ზამთრის პირზე შეიძლებოდა, როცა აცივდებოდა, ხაშარს (თრთვილს) დადებდა. ამით ისაზღვრებოდა სუქების დაწყების დრო.

ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებზე წერს, “ღორი სიცოცხლე მათი”-ო, – ეს სიტყვები უდავოდ რაჭული ლორის მისამართით არის ნათქვამი.

ღორის დაკვლის სამზადისი

ძველ მთვარემდე სასუქის დაკვლამდე, მას ორი თვე შერეული საკვებით კვებავდნენ. დაკვლის წინ სამი დღე აშიმშილებდნენ, რათა ნაწლავები სუფთად ჰქონოდა.

ყველა ოჯახში შთამომავლობით შემონახული ცაცხვის მთლიან ხეში გამოთლილი “ხონჩა” (ქვ. რაჭა), “ჭიროლი” (ზემო რაჭა) ჰქონდათ. მას თბილი წყლით გარეცხდნენ, გააშრობდნენ და ფელიკების (რაჭული ლორი) დასაწყობად გაამზადებდნენ.

ძველად რაჭა-ლეჩხუმში უმთავრესი საცხოვრებელი “შუა სახლი” – “კათხა სახლი” იყო, სადაც შუა ცეცხლი მუდმივად ენთო. გამართული იყო კერა, კერის თავზე “კაჩა” – “კაკიბერა”, ცეცხლის თავზე სახურავთან მოწყობილი გახლდათ სხვენი-ფიცარნაგი. თავზე კერის ჯაჭვი ეკიდა, ყველნაირი ქვაბ-კარდალათა ჩამოსაკიდებელი მოწყობილობით.

დღეს ოჯახებმა შუა ცეცხლი კვლავ შეინარჩუნეს ლორის გამოსაყვანად. ამისთვის საგანგებოდ აშენებდნენ ხის სახლებს.

ღორის დაკვლამდე წინასწარ ამზადებდნენ მარილს – აუცილებლად “ხოროშა”, ანუ მარცვლოვან ქვამარილს, რომელსაც კეცებზე აცხელებდნენ და გაგრილებულს ხმარობდნენ.

მარილის რაოდენობა ღორის სიდიდეზე იყო დამოკიდებული.

კითხვის გაგრძელება...