ნელი მეტაბოლიზმის 11 მიზეზი – გაიგეთ რა უშლის ხელს წონაში კლებას - Gemrielia.ge

ნელი მეტაბოლიზმის 11 მიზეზი – გაიგეთ რა უშლის ხელს წონაში კლებას

 

წონის მომატებისა და დიეტების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელება. გამხდარი ქალის საიდუმლო სულაც არ არის დიეტა ან დარბაზში რეგულარული ვიზიტი, მათ აქვთ ჩქარი მეტაბოლიზმური სისტემა. ბევრი ადამიანი მას ასტიმულირებს სპეციალურად შერჩეული პროდუქციის კომპლექსით. 

 

მოდით, გავეცნოთ იმ შესაძლო ფაქტორებს, რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის 11 მიზეზი, თუ რატომ არ მუშაობს დიეტა და სხეული არ ჩქარობს ზედმეტ კილოგრამებთან დამშვიდობებას.

 

1. სტრესი

 

ნერვული დაძაბულობა ანელებს მეტაბოლურ პროცესებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტრესის დროს ქალის სხეული წვავს 100 კალორიით ნაკლებს, ვიდრე მშვიდ მდგომარეობაში.

 

2. რკინის ნაკლებობა

 

რკინა მოქმედებს როგორც კუნთების ჟანგბადის მიმწოდებელი. შეიტანეთ საკვებ რაციონში რკინით მდიდარი საკვები: წიწიბურა, პარკოსნები, ღვიძლი.

 

 

3. ბოსტნეულისა და ხილის მიღება ნიტრატებთან ერთად

 

ხილმა, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა, შეიძლება ზიანი მიაყენოს მეტაბოლიზმს იმ შემთხვევაში, თუ ბოსტნეული და ხილი უხარისხო ქიმიკატებით არის შეწამლული.

 

4. იოდის ნაკლებობა

 

ფარისებრი ჯირკვალი პირდაპირ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, ამიტომ საჭიროა დროდადრო იკვებოთ იოდირებული მარილის გამოყენებით, აგრეთვე მიირთვით ზღვის პროდუქტები და კვერცხი.

 

 

5. ძალიან მაღალი ტემპერატურა სახლში

 

დიდი ხანია ექიმები გვირჩევენ ოთახის ვინტილაციას ძილის წინ და ამის მიზეზი მხოლოდ ბაქტერიების განადგურება არ არის. სიცივე ააქტიურებს კანქვეშა ცხიმს, რომელიც პასუხისმგებელია კალორიების დაწვაზე.

 

6. არასწორი დესერტები

 

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მხოლოდ ზიანს აყენებს ფიგურას. ჩაანაცვლეთ ფუნთუშები, ტკბილი იოგურტები თხილით. მასში შემავალი პოლიუჯერი მჟავები ხელს უწყობს ცხიმის წვას, პასუხისმგებელია ჰორმონების აქტივობაზეც.

 

 

7. გვიან ადგომა

 

დილის მზე აბალანსებს ჩვენი სხეულის სწორ რიტმს. ეს, თავის მხრივ, არეგულირებს ძილს, მოხმარებული საკვების რაოდენობასა და დახარჯულ ენერგიას. მიიღეთ ვიტამინი D დილით მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად.

 

8. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა

 

კარგი ვარჯიშის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ მეტაბოლიზმი 48 საათამდე. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასაა, მით ნაკლებია ცხიმი.

 

 

9. დიეტაში რძის პროდუქტების ნაკლებობა

 

რძის პროდუქტები შეიცავენ მჟავებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხიმის წვასა და კუნთების ახალ ფორმირებაზე. გარდა ამისა, რძე შეიცავს კალციუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის დარეგულირებისთვის.

 

10. წყლის მცირე რაოდენობით მიღება 

 

წყლის ნორმალური რაოდენობაა 1,5 ლიტრი დღეში. ასევე, კარგია მწვანე ჩაი, ის კარგად წვავს კალორიებს და გამოაქვს სხეულიდან ტოქსინები.

 

 

11. ხშირი რაოდენობით ჭამა

 

3-4 საათში ერთხელ საჭმლის მიღებით საჭმლის მომნელებელ სისტემას წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარებით და მეტაბოლიზმს ხელს შეუწყობთ.