„გავაკეთე აჯიკა, ჩავასხი ბოთლებში და ქაფი ამოდის...“ - შეიძლება თუ არა ქაფმომდგარი აჯიკის შენახვა ან როგორ გამოვასწოროთ - Gemrielia.ge

„გავაკეთე აჯიკა, ჩავასხი ბოთლებში და ქაფი ამოდის...“ - შეიძლება თუ არა ქაფმომდგარი აჯიკის შენახვა ან როგორ გამოვასწოროთ

აჯიკასა და საწებლებს თითქმის ყველა ოჯახი აკეთებს. რაც უნდა კარგი რეცეპტით ამზადებდეთ, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ აჯიკამ ქაფი მოიკიდოს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, გადავღვაროთ, თუ გამოსწორება ვცადოთ?

 

Gemrielia.ge-ის ფეისბუკჯგუფში სწორედ ამ კითხვით მოგვმართა ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა:

 

„გოგოებო, დახმარება მჭირდება. გავაკეთე აჯიკა ცოცხლად სამი დღე გავაჩერე, ვუყავი ასპირინი და ჩავასხი ბოთლებში. ეხლა რომ გავხსენი, ქაფი ამოდის და ყველა ბოთლი ასეა. რა უშველო, რომ არ გაფუჭდეს? ჯერ არაა დამჟავებული.“

 

ჩვენი ჯგუფის წევრებმა რჩევები მისცეს. რამდენიმეს გაგიზიარებთ:

 

ინგა ვარდიშვილი: გადმოასხი ისევ და აცადე დამჟავება. სამი დღე ცოტაა, სამი დღეც გააჩერე და თუ გინდა ისევ დაუმატე ასპირინი, თუ არა და მეოთხე დღეს ჩაასხი. დააკვირდით მორევის დროს ბუშტუკები აღარ უნდა ჰქონდეს. რადგან ასპირინი უკვე გაუკეთეთ, შეგიძლიათ დაამატოთ ლიტრაზე ორი აბი.

 

თამარ ჩაბაშვილი-ნარინდოშვილი: გაზქურაზე არ წამოადუღოთ, თუ ცოცხალი აჯიკა გინდათ. გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში, დადგით და ყოველდღე ურიეთ, დადუღდება და მიხვდებით, როდის იქნება მზად. შემდეგ ჩაასხით. გემოთი ნახეთ, მარილი არ გიკლდეთ. მე საერთოდ არ ვუკეთებ ასპირინს, მაგრამ ბოლომდე კარგად ინახება. თქვენ თუ გინდათ, უყავით, ეგ თქვენი ნებაა, მაგრამ დადუღება დააცადეთ და მერე ჩაასხით.

 

ეკატერინე ბადურაშვილი: სამი დღე არ არის საკმარისი. ერთი კვირა მაინც ყველა შემთხვევაში უნდა. თან უნდა ურიოთ დღეში სამჯერ მაინც.