რატომ ხდება ვაშლი ყავისფერი დაჭრის შემდეგ და როგორ შევუშალოთ ხელი ფერის შეცვლას - Gemrielia.ge

რატომ ხდება ვაშლი ყავისფერი დაჭრის შემდეგ და როგორ შევუშალოთ ხელი ფერის შეცვლას

 

დაჭრილი ვაშლი მალევე იღებს ყავისფერ შეფერილობას, რატომ ხდება ეს? ყველაზე გავრცელებული პასუხია არის ის, რომ ჟანგბადი ჟანგავს ვაშლში შემავალ რკინას. მაგრამ ეს ასე არ არის. უფრო მეტიც, ამ პროცესის შეჩერების გზაც კი არსებობს.


ერთი ვაშლი 100 გრ მასით შეიცავს დაახლოებით 1-2 მილიგრამ რკინას - ეს ძალიან ცოტაა ასეთი ქიმიური რეაქციის გამოსაწვევად. 


რატომ ხდება ვაშლი ყავისფერი შეფერილობის?

 

ვაშლი შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას, რომელსაც პოლიფენოლები ეწოდება. როდესაც ვაშლს ჭრით, პოლიფენოლები იჟანგება, ვაშლის დაჭრისას ისინი იწყებენ ურთიერთქმედებას ყველაფერთან, რაც მათ წინაშე აღმოჩნდება. როდესაც ვაშლის მთლიანობა ზიანდება, ვაშლი იწყებს „ჟანგის“ მოდებას.

 

 

 

რატომ ხდება ეს რეალურად? 

 

ამ გზით, ვაშლი თავს იცავს მავნებლებისაგან. ვაშლის დაზიანებულ ზედაპირზე წარმოქმნილი ყავისფერი „ჟანგი“ კურნავს დაზიანებას და იცავს მის შიგთავსს ღრმა დაზიანებისგან. იგი ასევე ხდის ნაყოფს მავნებლებისთვის უგემოვნოს.


ეკოლოგების აზრით, ვაშლი დიდი რაოდენობით პესტიციდებით დაფარული ხილია. ამიტომ, რეკომენდებულია ხილის ჭამამდე მისი კარგად გარეცხვა.

 

 

 

როგორ შევინარჩუნოთ ვაშლი პირვანდელი სახით?

 

თუ ვაშლის ნაჭრებს ლიმონის წვენით დაფარავთ, მჟავა მას პირვანდელ ფერს შეუნარჩუნებს. მჟავა, რომელსაც შეიცავს ლიმონის წვენი, ხელს უშლის ვაშლის რბილობის დაჟანგვას, ამ შემთხვევაში პოლიფენოლები არ რეაგირებენ ჟანგბადთან. ამ მარტივ ხრიკს ხშირად მიმართავენ გამოცდილი დიასახლისები, რათა ვაშლი იყოს მიმზიდველი და მადისაღმძვრელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას დესერტების გასაფორმებლად იყენებენ.

 

 

 

ვაშლი გაჯერებულია C და ბეტა კაროტინით. ვიტამინი C არის ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმს ეხმარება იმუნიტეტის გამომუშავებაში და გამოაქვს მავნე ნივთიერებები.

 

ახალი ვაშლი ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში სამი კვირა შეიძლება გაძლოს. მაგრამ, თუ დაჭერით და გინდათ მოგვიანებით მიირთვათ, გამოიყენეთ ლიმონის წვენი - ამ გზით ისინი აუცილებლად გაძლებენ დღის ბოლომდე. მთავარია, ჭამის წინ ცივ წყალში გაავლოთ.