რა მივირთვათ საუზმეზე წონაში დასაკლებად: 4 წესი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად - Gemrielia.ge

რა მივირთვათ საუზმეზე წონაში დასაკლებად: 4 წესი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად

 

ტოსტი ავოკადოთი, თუ ომლეტი? თუ ყველაფერი ერთდროულად?

 

საუზმე საკვების მისაღებად ყველაზე კარგ დროდ ითვლება, იგი მთელი დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუკი დილით ტკბილს მივირთმევთ, მაშინ დღის განმავლობაში ხშირად მოგვშივდება. სამაგიეროდ, დილით ნოყიერი საუზმე წონის კლებაში დაგვეხმარება.

 

დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას უწევენ ბუნებრივ შიმშილის გრძნობას. თუკი დილით გაღვიძებისას ბევრს ვერ მიირთმევთ, არ არის აუცილებელი, ძალა დაატანოთ თავს. უბრალოდ გადაწიეთ საკვების მიღების დრო იმ პერიოდამდე, როცა მოგშივდებათ.

 

როგორ გვეხმარება საუზმე წონის კლებაში?

 

გერმანიაში, ლუბეკის უნივერსიტეტში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაბალანსებული საუზმე დღის განმავლობაში კალორიების წვას უწყობს ხელს და უფრო მეტი ენერგიით მუხტავს ორგანიზმს. ეს დაკავშირებულია ირიბ მეტაბოლიზმთან, რომელიც პიკში სწორედ დილის პერიოდში იმყოფება. 12 სთ-მდე თქვენი ორგანიზმი ბევრად მეტ კალორიას ითვისებს, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. გააგრძელეთ კითხვა...