როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი, რომ არ დამძაღდეს - ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი, რომ არ დამძაღდეს - ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

ნიგოზი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი შეუცვლელი ინგრედიენტია, საკმაოდ სასარგებლო, მოთხოვნადი და ძვირი პროდუქტია. იმისთვის, რომ ნიგოზი იყოს გემრიელი, ხრაშუნა და სასარგებლო, აუცილებელია ზუსტად დავიცვათ მისი შენახვის წესები. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: ნიგოზი - გემრიელი წამალი (ნიგვზის სასარგებლო თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ)

 

ნიგოზი რომ არ დამძაღდეს და ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ სეზონზე, შეგვიძლია, ნაჭუჭიანი თუ უნაჭუჭო კაკალი ფრთხილად შევინახოთ ჰერმეტულ ჭურჭელში,  გრილ და მშრალ ადგილას. ამისათვის მაცივარი შესანიშნავი არჩევანია, სადაც კაკალი 3 თვემდე ძლებს, ხოლო გაყინულ მდგომარეობაში 1 წლამდე. 

 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ნიგვზის შენახვის დროს?

 

კაკალი მარტივად შეიწოვს სუნს, ამიტომ უმჯობესია იგი მოვათავსოთ მძაფრი სუნის მქონე საკვებისგან განცალკევებით, მაგალითად, ხახვისგან მოშორებით.  დაუშვებელია ნიგვზის მოხალვა შენახვამდე, ჰერმეტული ჭურჭელი უზრუნველყოს მის  ჯანსაღ მდგომარეობას. 

 

რაც შეეხება გაურჩეველ ნიგოზს, სწორად შერჩეულ პირობებში, იგი კარგად შეინახება დაახლოებით 2–4 კვირის განმავლობაში, ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე.