რატომ „ფეთქდება“ ქილები საოჯახო კონსერვირების დროს და რაში მდგომარეობს გემრიელი და უსაფრთხო კონსერვების მომზადების საიდუმლო? - Gemrielia.ge

რატომ „ფეთქდება“ ქილები საოჯახო კონსერვირების დროს და რაში მდგომარეობს გემრიელი და უსაფრთხო კონსერვების მომზადების საიდუმლო?

კიტრის მწნილის ან გემრიელი ლეჩოს კონსერვის აფეთქება ნამდვილი ტრაგედიაა დიასახლისისათვის, რომელმაც მთელი სული და გული ჩააქსოვა მათ მომზადებაში, აღარაფერს ვამბობ წყალში გადაყრილ ხარჯებზე და დროზე, რომელიც მათ მომზადებაზე დაიხარჯა. მწნილების, კომპოტების, სალათებისა და ჯემების მომზადება ხომ საოცრად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. რატომ ხდება ასე - რატომ ფეთქდება ქილები და რა საიდუმლოებები უნდა ვიცოდეთ გემრიელი და უსაფრთხო საოჯახო კონსერვების მომზადებისას?

 

image


 

რა იწვევს ქილების „აფეთქებას“?


 

1. ჰაერის მოხვედრა ქილის შიგნით


ეს გამოწვეულია დიასახლისის გამოუცდელობით ან სიჩქარით ქილის მოხუფვის დროს. მინის ჭურჭელში ნამზადის ჩასხმის დროს უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ცოტა მანძილი დავტოვოთ ქილის ზედაპირსა და სახურავს შორის. დიდი ღიობის დატოვების დროს მასში რჩება ჰაერი და მიკროორგანიზმების სრულიად უმნიშვნელო რაოდენობაც კი იწვევს დუღილის პროცესის დაწყებას. ამ შემთხვევაში სახურავის ამობერვა და თავის ავარდნა კონსერვის გაკეთებიდან 1-2 კვირის გასვლის შემდეგ სიგნალია იმისა, რომ კონსრვირების პროცესი არასწორად წარიმართა. თუმცა არის იმის შანსი, რომ ზარალი არ ვნახოთ. როგორც კი მარინადის ან მწნილის ქილაში შიგთავსი უბრალოდ აიმღვრევა და სახურავი ოდნავ ამოიბერება, მაშინვე უნდა მოვხსნათ თავი და დროზე გამოვიყენოთ, შიგთავსი ოდნავ გემოშეცვლილი იქნება, მაგრამ არა საშიში.

 

image



2. ცუდი რეცეპტი

 

ჩვენი ბებიები განსაკუთრებით კარგ რეცეპტებს სასოებით გადაწერდნენ და ინახავდნენ ხოლმე. ეს რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემაოდა ისე, როგორც ნამდვილი საგანძური და ოჯახური რელიკვია. დღეს კი კიტრის მწნილის, ბადრიჯნის კონსერვის ან ქლიავის ჯემის მომზადების რეცეპტებით სავსეა ინტერნეტ-სივრცე და მათ მოძებნას სულაც არ სჭირდება ძველ რვეულებში ქექვა. მაგრამ სწორედ ბებიების რეცეპტები იყო აპრობირებული და ნამდვილი, ხოლო ინტერნეტში მოძიებული - საეჭვო და საშიში

 

განაგრძეთ კითხვა...