როგორ მოვამზადოთ სახლში შესქელებული რძე? რეცეპტები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ სახლში შესქელებული რძე? რეცეპტები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

Gemrielia.ge – ის ფეისბუქ ჯგუფში  ჩვენმა გამოცდილმა დიახალისებმა გაგვიზიარეს შესქელებული რძის რეცეპტები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

 

 

ილონა ბარამია:   1 ლიტრი რძე და 1 ჭიქა შაქარი, მაღალ ცეცხლზე მუდმივად მოურიეთ, აპკი არ უნდა გაიკეთოს რძემ თორემ ბურთულები ექნება და პრიალა აღარ გამოვა, წამოდუღებიდან დაახლოებით 20 წუთი სჭირდება რომ ჩაშრეს რძე და გასქელდეს, ფერსაც შეიცვლის, ოღონდ, აუცილებელი პირობაა მუდმივად მორევა. ზუსტად ისეთი გამოდის როგორც მარკეტში ნაყიდი.

 

 

დუდი:   2 ლიტრა რძე რომ შეთბება ვყრი შაქარს 250 – 300 გრამამდე, დაბალ ცეცხლზე. კარგად რომ გაიხსნება შაქარი, დანის წვერით ვამატებ სოდას. ფრთხილად უნდა იყოთ, ამოსვლა იცის ხოლმე და ჯობს ღრმა თასში გაკეთოთ. როდესაც შეამჩნევთ რომ გაყავისფრდა და გასქელდა, დაამატეთ 50 გრამი კარაქი. დააყოვნეთ 15 წუთი გაზქურაზე.

 

 

 

ირინა წერეთელი: ვაკეთებ და აღარ ვყიდულობ. 500 მლ რძეს ვასხამ ფართოძირიან ქვაბში. როდესაც გაცხელდება, ვყრი 2 ჭიქა შაქარს, მწიკვ მარილსა და ვანილს. საშუალო ცეცხლზე ვადუღებ, თან ვურევ განუწყვეტლივ, 20 წუთის განმავლობაში. უმარტივესია.ზუსტად გააკეთეთ როგორც წერია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ სოფლის რძეს. წარმატებები!

 

 

 

ნინა კონსტანტინოვა სიჭინავა: 1 ლიტრ რძეს დაამატეთ 350 გრ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ სასურველ სისქემდე. თუ ყავისფერი შესქელებული რძე გნებავთ, უნდა ჩაამატოთ 1 ჩ/კ არასავსე სოდა.