როგორ შევინახოთ წაბლი ზამთრისთვის - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ წაბლი ზამთრისთვის

წაბლი არაერთ ქვეყანაში ახალ წელთან, დღესასწაულსა და მხიარულებასთან ასოცირდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული და მდიდარი გემოები, წაბლის მომზადების არაერთი ხერხია გავრცელებული. შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ამ თხილეულს ჩვენს ქვეყანშიც აქტიურად მოიხმარენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თხილსა და კაკალთან შედარებით, წაბლი ჩ ვიტამინის, რთული ნახშირწყლების, ფოლიუმის მჟავების სიმდიდრითა და დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მიირთვან ორსულებმა წაბლი და კიდევ 4 უნიკალური თვისება, რომელიც ამ თხილეულს აქვს

როგორ შევინახოთ წაბლი?

წაბლის შენახვის შესახებ ჩვენს ფეისბუკჯგუფში იკითხეს. ჩვენმა მკითხველებმა თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს.

ნანა შუკაკიძე: მოხარშე წაბლი, ჩაყარე ქილებში, დაასხი წყალი, დააყარე შაქარი (ნახევარი ჭიქა სამ ლიტრიანზე, ძალიან გემრიელია. თქვენ თუ გინდათ მარილში შეინახეთ, მარილი გემოვნებით. მე შაქრიანი მირჩევნია), გაასტერილე - ადუღებიდან ნახევარი საათი და დახუფე. რამდენი ხანიც გინდა, შეინახე. ჩემმა დედამთილმა მასწავლა, იმერეთში ასე ვინახავთ.

ნინო არიშვილი: თიხის ქოთანში სილაში ჩაფლული ან თუ ბევრია, ქვევრშიც . მე ესე მასწავლიდნენ ბებია ბაბუა და მას მერე განვითარდა ყველაფერი.

სოფო ლაგვილავა: საყინულეში შეინახეთ მოუხარშავი, მე ასე ვინახავ.

ციალა შუკაკიძე: წაბლი უნდა შეინახო მიწის ორმოში სილაში. უნდა აურიო. ბევრი უნდა იყოს სილა.

მაია დუმბაძე: ჩაქუჩით დატეხე და გაყინე.ზამთარში გაყინული დაყარე ღრმა ტაფაზე, ნელ ცეცხლზე დადგი თავდახურული და შეწვი. ძალიან გემრიელია.

ლარისა გრეჩიშნიკოვა: მოხარშე, გააცივე, ჩაყარე კონტეინერში ან ცელოფანის პარკში და შეინახე საყინულეში. ქილებშიც შეიძლება, მაგრამ მოხარშვის შემდეგ გაასტერილე. სასურველ დროს დავასხამ წყალს, ავადუღებ და ვაცლი დუღილს ცოტა ხანი. ყოველთვის ასე ვაკეთებ. ახლაც, უკვე შევინახე ზამთრისთვის.

ნინო გაბაიძე: თუ სოფლად ხართ, ორმოში ჩაყარეთ, დააყარეთ მიწა და დალუქეთ, არც წყალი და არც ჰაერი არ უნდა აღწევდეს. თუ ქალაქში ხართ, ყუთში, ქვაბში ან პლასტმასის ფართეთავიან ჭურჭელში ფენა-ფენა ჩაყარეთ წაბლი და მშრალი სილა, დაახურეთ თავი და გაზაფხულამდე შეინახება, როგორც ახალდაკრეფილი.

თქვენ რომელიმე მეთოდით თუ შეგინახავთ წაბლი?