როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები
ექიმ-დიეტოლოგ მარიამ იოსებაშვილს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა და ცხოვრების ხალისი.
- რამდენი წელია, რაც ექიმი-დიეტოლოგი ხართ?
- 10 წელია, რაც დიეტოლოგიამ გამიტაცა. უამრავ მასალას გავეცანი, ვიდრე დიეტოლოგობას გადავწყვეტდი.
- დღედაღამ გიწევთ მუშაობა, რომ ბევრ პაციენტს გაუწიოთ დახმარება.
- ნამდვილად ასეა, ბევრს ვმუშაობ, რაც შეიძლება მეტ პაციენტს რომ მოვემსახურო. მე ხომ მარტო ისრაელში არ მყავს პაციენტები, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან და მოგეხსენებათ, როდესაც ისრაელში დღეა, არის ქვეყნები, სადაც ღამეა ან პირიქით - ამიტომ ხანდახან 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა მიწევს.
- პაციენტებს როგორ კვებას ურჩევთ?
- ჩემს რეჟიმს ლამაზი კვება დაარქვეს რიგაში ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც მოვიპოვეთ პირველი ადგილი. მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა გვშიოდეს. გააგრძელეთ კითხვა...