როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება საკუთარ სამზარეულოში? - წაიკითხეთ 9 რჩევა პედიატრებისგან - Gemrielia.ge

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება საკუთარ სამზარეულოში? - წაიკითხეთ 9 რჩევა პედიატრებისგან

 

სამზარეულო ოთახი სახლის ის ნაწილია, რომელსაც ასე თუ ისე ოჯახის ყველა წევრი იყენებს, მაგრამ იშვიათად თუ აცნობიერებენ რამდენად საშიში შეიძლება ბავშვებისთვის სამზარეულო აღმოჩნდეს. პედიატრები ხშირად გვირჩევენ, რომ  ბავშვები სამზარეულოს მოვარიდოთ, რადგან ამ ნაწილში უფროსები ხშირად ინახავენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს როგორიცაა: საპონი, ჭურჭლის, ტანსაცმლისა და ავეჯი საწმენდი საშუალებები და სხვა.

 

 მართალია, ეს წესი რთული დასაცავი იქნება ბავშვებისთვის, მაგრამ უმჯობესია თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:


1.    შეინახეთ საწმენდი და სარეცხი საშუალებები მაღალ თაროებზე, ისე რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ მიწვდომა. 


2.    შეინახეთ დანები, ჩანგლები, მაკრატლები და სხვა სახიფათო ნივთები საკეტიან უჯრებში.

 

 

 

3.    გათიშეთ მოწყობილობები, როდესაც მათ არ იყენებთ და დარწმუნდით, რომ ბავშვები მათ ვერ ჩართავენ. 


4.    ელექტროგადამცემკაბელებთან და ენერგიის წყაროებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.


5.    ქვაბის სახელურები გაზზე დადგმის შემდეგ შეატრიალეთ ისე, რომ ბავშვი ვერ მიწვდეს. 

 

 

 

6.    თუ ღუმელის ყიდვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ღუმელი კარგად ინახავს სითბოს და მასზე ხელის მოკიდებით თითები არ დაეწვება ბავშვს.  


7.    არ გაათბოთ ბავშვის ბოთლები მიკროტალღურ ღუმელში, რადგან მასში სითხე არათანაბრად ცხელდება  და მაგალითად, რძის ნაწილი შესაძლოა ისე გაცხელდეს, რომ ბავშვს პირი დაეფუფქოს. აგრეთვე, ყოფილა შემთხვევები, როცა მიკროტალღური ღუმელიდან გამოღებული ბოთლი აფეთქებულა. 


8.    უმჯობესია მაცივარზე მისაკრობი სათამაშო მაგნიტები მოათავსოთ მაცივრის ზედა მხარეს, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი უსიამოვნება.

 

 

9.    სამზარეულოში გამოიყენეთ სპეციალური მაღალი სკამები ბავშვებისთვის. 


ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ყველა მოსალოდნელი საფრთხე.