თუკი ბროკოლს ცხელ წყალში ხარშავთ, წაიკითხეთ ეს სტატია - თურმე, აქამდე არასწორად ვამზადებდით - Gemrielia.ge

თუკი ბროკოლს ცხელ წყალში ხარშავთ, წაიკითხეთ ეს სტატია - თურმე, აქამდე არასწორად ვამზადებდით

 

ბროკოლი რომ სასარგებლო პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამაზე არავინ დაობს. ის სავსეა მინერალური მარილებით, კალციუმით, რკინით C და B ვიტამინებით, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორ უნდა მომზადდეს ბროკოლი ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. 

ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბროკოლის მომზადებისას, მისი ადუღებულ წყალში ჩაყრაა. 

 

 

 

ბროკოლი ეფექტური საშუალებაა კიბოსა და დიაბეტის პრევენციისთვის, აგრეთვე ქოლესტერინის შესამცირებლად,  დუღილის დროს კი,  ყველა სხვა სასარგებლო ვიტამინთან ერთად, ბროკოლი კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებას - გლუკოზინოლატს, რომელიც ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს.


მაგრამ ცდებით, თუ აპირებთ სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად, ბროკოლის ნახარში წყლის მიღებას. ბროკოლის შეძენისას თქვენ შეიძლება იყიდოთ დანამატებით და პესტიციდებით მოყვანლი ბროკოლი, ხარშვის დროს კი პესტიციდები გადაინაცვლებენ წყალში, რამაც შეიძლება ჩვენს ორგანიზმს საფრთხე შეუქმნას.

 

 

 

გთავაზობთ ორ მარტივ ხერხს, ბროკოლის სწორად მოსამზადებლად ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს:  

 

1.    მოამზადეთ ორთქლზე:

 

გარეცხეთ ბროკოლი და მოათავსეთ სპეციალურ მინის თასში,  ქვაბში ჩაასხით წყალი და ბროკოლით სავსე მინის თასი ზემოდან მოათავსეთ. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. 

 

2.    გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში: 

 

დაჭერით ბროკოლი სასურველ ნაჭრებად, მოათავსეთ ცეცხლგამძლე მინის თასში, დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი. დააფარეთ თეფში და 6 წუთის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ.  შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი გემოვნებით და ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო ნივთიერებებით სავსე ბროკოლი მზად არის.