3 გამორჩეული კოქტეილი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ - Gemrielia.ge

3 გამორჩეული კოქტეილი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ

 

თუ მატონიზირებელი წყლის გემო მოგწონთ, მაშინ დიდი ალბათობით, მომწარო, მშრალი გემო თქვენი ფავორიტია. თავისი მძიმე და მწარე არომატის წყალობით, მატონიზირებელი წყალი ნაკლებად გამოიყენება ტკბილი და მსუბუქი კოქტეილების მოსამზადებლად.  

 

სინამდვილეში, მატონიზირებელი წყალი მალარიის პრევენციი სცნობილი საშუალება იყო, რომელიც ქინინის ფხვნილს შეიცავდა. XIX საუკუნეში ინდოეთში განლაგებული ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ჯინის დამატება მიქსში მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა მის გემოს. ასე დაიბადა მსოფლიოში გამორჩეულად ცნობილი კოქტეილი, ჯინ-ტონიკი. 

 

 

 

ვოდკა-ტონიკი, იგივე არაყი ტონიკით, კიდევ ერთი პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომლის გემოს საიდუმლოც, სწორედ მატონიზირებელი წყლია. მარტივად მოსამზადებელი, გამაგრილებელი სითხე, დღის ბოლოს განტვირთვის სასიამოვნო საშუალებაა. სხვა კოქტეილებთან შედარებით, სიტკბოს ნაკლებობა ამ სასმელის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარეა. მიუხედავად იმისა, რომ ტონიკების უმეტესობა შეიცავს რაიმე სახის დამატკბობელს, მისი გემო, როგორც წესი, უცვლელი და განუმეორებელია. 

 

 

 

 

 

აპეროლ შპრიტცი, ალბათ ზაფხულის იდეალური სასმელია. ნათელი ნარინჯისფერი ელფერის, ტკბილი ლიქიორისა და გაზიანი პროსეკოს კომბინაციით იქმენება გრილი, ტკბილი, თუმცა საკმაოდ მწარე არომატი. იტალიიდან წარმოშობილი აპეროლი წარმოადგენს მწვანილისა და ფესვების ნაყენს, რომელიც ორი ყველაზე გამორჩეული არომატის ფორთოხალი და რეჰანი კომბინაციაა. მაგრამ აპეროლი წარმოუდგენლად მსუბუქი ლიქიორიცაა, მისი ალკოჰოლის შემცველობა მხოლოდ 11% -ია.

 

 

 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი კოქტეილის მოსამზადებლად, უპირატესობა ტონიკის პირველ ბრენდ, „ბუღას“ უნდა მიანიჭოთ. კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო. პირველი ქართული მატონიზირებელი წყლის  გემო, საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეირჩა და საუკეთესო არჩევანია კოქტეილების შესაქმნელად.  

 

 

 

ბუღა ტონიკის დაბალანსებული გემო იდეალურად აზავებს ნებისმიერ კოქტეილს - მომხმარებლის ფავორიტი ჯინ & ტონიკის და აპეროლ სპრიტცის მომზადება ამიერიდან ქართული ტონიკითაა შესაძლებელი.


ჯინ-ტონიკი

 

ინგრედიენტები:

 

1.    ჯინი
2.    მატონიზირებელი წყალი „ბუღა“
3.    ლაიმი
4.    ყინულის კუბები

 

მომზადების წესი: 

 

შეავსეთ მაღალი ჭიქა ყინულის კუბებით. დაამატეთი ჯინი და შემდეგ ტონიკი. დაიმახსოვრეთ, რომ კლასიკური ჯინ-ტონიკის პროპორცია 1:1-დან 1:3-მდე იცვლება და დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე. მოურიეთ და გააფორმეთ ლაიმით. 

 

ვოდკა ტონიკი

 

ინგრედიენტები: 

 

1.    არაყი - 45 მლ. 
2.    მატონიზირებელიწყალი „ბუღა“ - 150 მლ. 
3.    ლაიმი ან ლიმონი  - 1 ნაჭერი
4.    ყინულისკუბები

 

მომზადების წესი: 

 

შეავსეთმაღალი, თხელი ჭიქაყინულისკუბებით. დაამატეთყველაინგრედიენტი, მოურიეთ და გააფორმეთ ლაიმით. 

 

 

 

აპეროლ შპრიტცი

 

ინგრედიენტები:

 

1.    ლიქიორი აპეროლი - 40მლ 
2.    პროსეკო - 60 მლ 
3.    მატონიზირებელი წყალი „ბუღა“ - 20 მლ 
4.    ფორთოხლის ნაჭრები
5.    ყინულის კუბები

 

მომზადების წესი: 

 

შეავსეთ ღვინის ჭიქები ყინულის კუბებით. დაასხით პროსეკო და დაამატეთ აპეროლი თანაბარ ნაწილად. მიღებული მიქსი გააზავეთ მატონიზირებელი წყლით
და გააფორმეთ ფორთოხლის ნაჭრით.