სასტუმრო  Mercure Tbilisi Old Town - ში ASADO Steakhouse  გაიხსნა - Gemrielia.ge

სასტუმრო  Mercure Tbilisi Old Town - ში ASADO Steakhouse  გაიხსნა

 

გორგასლის N9-ში მდებარე სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში გაიხსნა ASADO Steakhouseრომელიც სტუმრებს სტეიკებისა და ბურგერების ფართო არჩევანს და აგრეთვე მყუდრო და სასიამოვნო დროის გატარებას სთავაზობს.

 

ASADO - გრილზე შემწვარი ხორცი, არგენტინის პამპას ვრცელ ვაკეებზე მობინადრე გაუჩოებისა და აბორიგენების ტრადიციული კერძია. ძალიან საინტერესოა მისი მომზადების ტრადიცია, რომელიც იწყება ცეცხლის დანთებით, ხორცის შერჩევა-დანაწილებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეწვის ხანგრძლივი პროცესით, აგრეთვე ტრადიციულია ამ კერძისთვის, მეგობრებისა და ოჯახის შეკრება.

 

ჩვენი Steakhouse - ის მიზანია შევინარჩუნოთ ეს ტრადიცია და თქვენი სტუმრობა განსაკუთრებული გავხადოთ!მენიუ შედგენილია იტალიელი ბრენდ-შეფენცონერის მიერ.

 

 

 

სტეიკჰაუსის შიდა სივრცე და გარე ტერასა გიმასპინძლებთ ყოველდღე 12:00-დან 23:00 სთ-მდე.

 

 

„ ბოლო 19 წელია წამყვანი პოზიციები მიჭირავს კულინარიის სფეროში, შეფ-მზარეულიდან კერძების დიზაინის შექმნამდე. ძალიან მიყვარს საჭმლის კეთება, მირთმევა, ექსპერიმენტების ჩატარება და ყოველივე ამის გაზიარება ჩემს სტუმრებთან, ალბათ ზუსტად ეს ჩემი სიყვარული საქმის მიმართ მეხმარება ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს სფეროში.“  აღნიშნა ენცო ნერიმ.