თუ გიყვართ ხურმა, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!
ის ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან და წონაში დაკლება სურთ, ხშირად თავს არიდებენ ხურმის ჭამას. ეს ხილი, რომელიც ახლა სეზონურია, უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია და არაერთ ვიტამინს შეიცავს. ხურმის ჭამას თავი ნამდვილად არ უნდა აარიდოთ, ვინაიდან მასში შემავალი ბოჭკოები ხელს უწყობს წონაში კლებას და ხელს უშლის შაქრისა და ცხიმის წარმოქმნას. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ამას გარდა, ხურმა ბუნებრივი საშუალებაა უამრავი დაავადების პრევენციისთვის.
ის მშვენიერია დიაბეტიკებისთვის, ვინაიდან მას აქვს უნარი სისხლში გლუკოზის დონე დაარეგულიროს და შეამციროს ქოლესტერინის დონე. ის, ვისაც უყვარს და ხშირად მიირთმევს ამ პროდუქტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული თვისება, რომელიც ამ ხილს სხვებისგან გამოარჩევს არის ის, რომ იგი გიცავთ წყლის შეკავებისგან და შესაბამისად, მისით გამოწვეული შესიებისგან.
ხურმა შესანიშნავი შარდმდენი საშალებაა, რომელიც წამლებზე უკეთ შველის პრობლემას. ამგვარად, ჰიპერტონიკებს – მათ ვისაც მაღალი წნევა აწუხებთ, დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისაგან. მასში შემავალი კალიუმისა და კალციუმის მაღალი შემცველობა თავიდან აგარიდებთ წყლის შეკავებას. დღეში ერთი ხურმა შარდმდენ წამლებზე უკეთ გაუმკლავდება თქვენს პრობლემას.
ხურმა აუმჯობესებს მხედველობას. თვალის ბადურის დაზიანება მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ხურმაში შემავალი ვიტამინები კი ამაგრებენ ბადურას. მისი სეზონურად ხშირი მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კატარაქტა.
ბუასილის დროს ხურმა დაგეხმარებათ დაზიანებულ ადგილას სისხლის შეგუბების შემცირებაში.
ის ძლიერი და ბუნებრივი საშუალება ანთების საწინააღმდეგოდ და ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად. მასში შემავალი ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, თავს დაიცავთ გაციებისგან, გრიპისგან, ინფექციებისა და ასთმისაგან.
კალიუმისა და ბუნებრივი შაქრის შემცველობით ხურმის წვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით აღგავსებთ და შეგიჩერებთ სლოკინს.
ანტიოქიდანტებითა და ვიტამინი A –თი მდიდარი ხურმა ებრძვის კიბოს უჯრედებს.
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცოცხლად, ასევე ჩირის სახით. დააბლენდერეთ და მიირთვით მისი წვენი, გამოაცხვეთ ხურმის ღვეზელი. დაამზადეთ ჯემი – დაბლენდერებულ ხურმას დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და წამოადუღეთ.