როგორ მოვხარშოთ ჭარხალი 30 წთ-ში და კიდევ 3 მეთოდი იდეალურად მოსამზადებლად - Gemrielia.ge

როგორ მოვხარშოთ ჭარხალი 30 წთ-ში და კიდევ 3 მეთოდი იდეალურად მოსამზადებლად

ჯანსაღი კვების მოყვარულთა რაციონში ჭარხალს ხშირად შეხვდებით, რადგან მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.  ჭარხალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების, მინერალებს, რკინასა და ბოჭკოვან ნივთიერებებს, მდიდარია ნიტრატებით. თუ თქვენ ხართ აქტიური სპორტსმენი, არ დაგავიწყდეთ ამ ბოსტნეულის საკვებ რაციონში შეტანა, რადგან ჭარხლის ბოლქვი, ფესვი და ფოთოლიც კი ერთნაირად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

 

დაგაინტერესებთ: ჭარხალი - ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული
 

გიზიარებთ ჭარხლის მომზადების 3 საუკეთესო მეთოდს.

 

 

როგორ მოვამზადოთ ჭარხალი, ისე რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები: 

 

1. მოხარშეთ ჭარხალი მანამ, სანამ წყალში ბოლომდე არ  ჩაიძირება. ხარშვისას, შეამჩნევთ რომ წყალი გაჟღენთილია წითელი ფერით, ამის თავიდან ასაცილებლად, წყალში დაამატეთ 2 კოვზი ძმარი. ჭარხლის მომზადება კანით არის ყველაზე ეფექტური გზა პიგმენტის დაკარგვის შესამცირებლად. ამ მეთოდს დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. 

 

 

 

2. ორთქლზე მოხარშვისას, თუ არ გაქვთ სპეციალური ორთქლის სახარში მოწყობილობა, გამოიყენეთ 2 ქვაბი. ერთში ჩაასხით წყალი და მეორეში მოათავსეთ ჭარხალი.  დააყოვნეთ 100 ° C ტემპერატურაზე ნახევარი საათით. ორთქლი ცირკულირდება ქვაბების გარშემო და ამ მეთოდით ბოსტნეულის სასარგებლო მინერალები არ გადადის წყალში და რჩება მთლიანად ჭარხალში. 

 

 

 

 

3.  შეწვისას, ჭარხალს წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეფუთეთ საცხობ ფოლგაში. მოათავსეთ ღუმელში 200 გრადუსზე 40--60 წუთის განმავლობაში. ამ მეთოდით ჭარხალი მეტად არომატული გახდება.

 

 

 

თუ ეძებთ უფრო სწრაფად მომზადების ხერხს, დაჭერით და ისე შეწვით 200 გრადუსზე. უმჯობესია თუ ალუმინის ფოლგაზე გადაიტანთ დაჭრილ ჭარხალს, ეს ხელს შეუშილს წვენის გამოყოფას. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 25-30 წუთი. 

 

არ გადაყაროთ ჭარხლის ფოთლები
 

ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად, გემოთი წააგავს კომბოსტოს. მოაყარეთ მწვანილი და სანელებლები, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და კიდევ ერთი ჯანსაღი კერძიც მზადაა.