5 სასარგებლო და 5 მავნე პროდუქტი თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის - Gemrielia.ge

5 სასარგებლო და 5 მავნე პროდუქტი თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის

 

იმის მიხედვით, თუ რას მიირთვმევთ და რაზე იტყვით უარს, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები. ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი მოერიდებით დიდი რაოდენობის მჟავე საკვების, ასევე, შაქრითა და ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტების მიღებას, დაეხმარებით თქვენს პირის ღრუს ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში.

 

მაშ ასე, 5 პროდუქტი თქვენი პირის ღრუს ჯანმრთლობისთვის:

 

კაკაო - კვლევები ადასტურებს, რომ კაკაოში აღმოჩენილი ნივთიერება, კონკრეტულად პოლიფენოლი, კლავს პირის ღრუში მცხოვრებ მავნე ბაქტერიებს და ქმნის ბარიერს კბილსა და ნადებს შორის. ეს ნივთიერება გვხვდება ყავისა და ჩაის შემაგდენლობაშიც. მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადს კაკაოს მსგავსი მოქმედება აქვს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არ შეიცავს შაქრის დანამატებს. 

 

რძე - რძე და რძის პროდუქტები, მაგალითად: ყველი, კარაქი, ხაჭო და სხვ. შეიცავს ვიტამინ K2 - ს, საკვებ ნივთიერებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია კბილების ჯანმრთელობისთვის. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი განიცდის ამ ვიტამინის ნაკლებობას ორგანიზმში. ვიტამინი K2 - ით მდიდარია, ასევე, საქონლის ხორცი, კვერცხი, ქათმის ღვიძლი..

 

 

 

თევზი - ეს პროდუქტი არაერთი ჯანსაღი დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თევზი მდიდარია D ვიტამინით. ეს ნივთიერება სხეულის თითქმის ყველა ნაწილის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლოა კბილების ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინი ერთობლივად მუშაობს K1 და K2 ვიტამინებთან, რაც განაპირობებს კალციუმის მოქმედებას კბილებზე და აძლიერებს მინანქარს. თევზი შეიცავს ომეგა 3-საც, რომელიც ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობას. ომეგა 3-ის მიღებით შესაძლებელია ისეთი სიმპტომების პრევენცია, როგორებიცაა, ხშირი სისხლდენა, ანთებითი პროცესი და სხვ. 

 

 

 

მწვანილი - მწვანილი მდიდარია პრობიოტიკებით - იმ ნაწილაკებით, რომლებითაც იკვებებიან პირის ღრუში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიები. გარდა იმისა, რომ მწვანილის მიღების შემდეგ თქვენ პირის ღრუში სისუფთავის შეგრძნება დაგრჩებათ, ის, ასევე, ხელს შეუწყობს თქვენი კბილების ზედაპირის სიგლუვესა და ჯანმრთელობას. მწვანილი მდიდარია ისეთი მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს სტრუქტურის შენარჩუნებასა და გამაგრებას. ასეთივე მოქმედება აქვს ისპანახსა და რუკოლასაც.

 

 

 

გრეიფრუტი და ფორთოხალი - მიუხედავად იმისა, რომ მჟავა უარყოფითად მოქმედებს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, გრეიფრუტისა და ფორთოხლის ზომიერმა მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენაც კი იქონიოს - ციტრუსები მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილების ფუნქიონირებას. ეს ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას ღრძილებში. 

 

 

5 პროდუქტი, რომელსაც უნდა მოერიდოთ

 

კრეკერი - ეს ყველაზე საშიში პროდუქტია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. მასში შემავალი ნახშირწყლები, მარილი სწრაფად მოქმედებს და გამოყოფს მჟავას კბილებზე, რაც აზიანებს ზედაპირს და ხელს უწყობს ნადების წარმოქმნას. 

 

 

 

გამომშრალი ხილი - „ხილი“, თავისთავად, ჯანსაღ და სასარგებლო საკვებთან ასოცირდება, მაგრამ ჩირის შემთხვევაში ეს ასე არ არის. გამომშრალი ხილი პირის ღრუს შაქრით კვებავს. შაქრის დიდი რაოდენობით მიღებამ კი ისე შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი, რომ მისი ჩამოტეხვაც კი გამოიწვიოს. 

 

 

გაზიანი სასმელები - შაქრის მაღალი შემცველობის გარდა, გაზიანები სასმელები დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავენ. ყავასთან შედარებით, ამ ნივთიერების შემცველობა გაზიან სასმელებში გაცილებით მაღალია. მჟავა განსაკუთრებით საშიშია კბილების სტრუქტურის ერთიანობის შენარჩუნებისთვის, შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ანთება. თუკი უარს ვერ ამბობთ თქვენთვის საყვარელ გაზიან სასმელებზე, მაშინ საჭიროა, რომ მისი მიღების შემდეგ აუცილებლად კარგად გამოირეცხოთ პირის ღრუ წყლით, 45 წუთის შემდეგ კი გამოიხეხეთ კბილები. 

 

 

 

კომბუჩა - კომბუჩა, ზოგადად, ჯანსაღ სასმელად ითვლება, რადგან ის მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. მოუხედავად ამისა, კომბუჩას მწარმოებელი არაერთი კომპანია ბუნებრივი ინგრედიენტების ნაცვლად იყენებს შაქარს, რაც მას სასარგებლო თვისებებს უკარგავს და ხდება საშიში პირის ღრუს ჯანმრთელობისთვისაც.  თუკი კომბუჩა თქვენი საყვარელი სასმელია, თუმცა არ ხართ დარწმუნებული, რისგანაა ის მომზადებული, მაშინ მისი მიღების შემდეგ, მსგავსად გაზიანი სამსმელებისა, საჭიროა გამოივლოთ წყალი პირის ღრუში და კბილები ჯაგრისით მხოლოდ 45 წუთის შემდეგ გამოიწმინდოთ. 

 

 

 

ლობიო და ოსპი - მიუხედავად იმისა, რომ ლობიო და ოსპი ბევრისთვის საყვარელი პროდუქტებია და ისინი ჯანსაღ საკვებად ითვლება, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მარცვლეულში დიდი რაოდენობითაა მჟავის ის სახეობა, რომელიც რეაქციაში შედის კალციუმთან, მაგნიუმთან და ფოსფორთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამცირებს მათ მოქმედებას და აზიანებს კბილის ზედაპირს. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ლობიოსა და ოსპის სასარგებლო თვისებები და შევამციროდ მათი უარყოფითი მოქმედება, მიზანშეწონილია, მომზადებმადე წყალში მოვათავსოთ და ასე დავტოვოთ ერთი ღამით. ამით შემცირდება მათში შემავალი მჟავების მოქმედება.