როგორ უნდა მოიხმაროთ დანა-ჩანგალი სწორად – უხერხულად რომ აღარ იგრძნოთ თავი - Gemrielia.ge

როგორ უნდა მოიხმაროთ დანა-ჩანგალი სწორად – უხერხულად რომ აღარ იგრძნოთ თავი


მოგეხსენაბთ, საყოველთაოდ ცნობილი ნორმაა, რომ სუფრასთან დანა მარჯვენა ხელით, ხოლო ჩანგალი მარცხენა ხელით, სახით დაბლა უნდა გვეჭიროს. გარდა ამისა, არსებობს სხვა წესებიც, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხშირად უცნობია და აი ისინიც:

 

თუ ჭამისას ისვენებთ და არ გსურს თეფშის გამოცვლა, მაშინ, შეგიძლიათ დანა-ჩანგლის შემდეგი 2 კომბინაციიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ : 

 

1. დანა და ჩანგალი განათავსეთ თქვენი თეფშის ცენტრში, ისე რომ ისინი წვერებით ერთმანეთს ეხებოდნენ და ქმნიდნენ გადაბრუნებულ V-ს ( ოდნავ დახრილი კუთხით).

 

 

 

 

2.  დანა დადეთ თეფშის ზედა მარჯვენა ნაწილზე ( დიაგონალურად), ჩანგლის მახლობლად, რომელიც პირით მაღლა დევს.

 

 

 

ეს ორი პოზიცია მომსახურე პერსონალსა თუ მასპინძელს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ჯერ არ დაგისრულებიათ ჭამა და არ გსურთ თეფშის გამოცვლა. 

 

რაც შეეხება თასებს, თუ თქვენ წვნიანი ან დესერტი მიირთვით ღრმა თასში ან ჭიქაში, რომელიც სხვა თეფშზეა დადებული, დასრულების შემდეგ თქვენი ჭურჭელი (ჩანგალი ან კოვზი) განათავსეთ ქვედა თეფშზე. თუ იგი ვერ იტევს კოვზს მაშინ შეგიძლიათ მისი თასში მოთავსება. 

 

ჭამის დასრულების შემდეგ განათავსეთ დანა-ჩანგალი ერთმანეთის პარალელურად, სახელურებით ოთხი საათის მდგომარეობაში, თეფშის მარჯვენა ნაპირზე. ხოლო წვერებით ათი საათის მდგომარეობაში. დანის პირი მიმართული უნდა იყოს შიგნით, ხოლო ჩანგალი - პირით მაღლა ან დაბლა. ეს პოზიცია მომსახურე პერსონალს თუ მასპინძელს მიანიშნებს, რომ თქვენ დაასრულეთ ჭამა, გარდა ამისა, იგი ამცირებს ნარჩენების თეფშიდან გადმოცვენის რისკს.