როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გაიწმინდოს სამზარეულო - თავი ავარიდოთ ზედმეტ ბაქტერიებს - Gemrielia.ge

როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გაიწმინდოს სამზარეულო - თავი ავარიდოთ ზედმეტ ბაქტერიებს

 

სამზარეულო სახლის განუყოფელი ნაწილია, სადაც ოჯახის ყველა წევრი დიდ დროს ატარებს. შესაბამისად, რთულია მუდმივად სისუფთავის შენარჩუნება. გამოსავალი „რეგულარულ ღრმა წმენდაშია“, რომელიც მოიცავს, საუზმის და სადილის შემდეგ ყველა იმ ნივთის თუ ადგილის, დეტალურად დასუფთავებას, რომელიც მზადების პროცესში გამოიყენეთ. 

 

გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას თუ რა უნდა გაიწმინდოს პირველ რიგში, როგორ უნდა გაიწმინდოს და რა თანმიმდევრობით. რაც მთავარია, მარტივად და მოკლე დროში. 

 

1.    გაათავისუფლეთ და გაწმინდეთ ჭურჭლის შესანახი თაროები

 

ის ადგილი, სადაც თეფშებს ან სხვა რაიმე სახის ჭუჭელს ინახავთ, მტვრის დაგროვების  ერთ-ერთი მთავარი წყარო შეიძლება გახდეს. თაროები ხშირად  გაათავისუფლეთ ჭურჭლისგან და კარგად გაწმინდეთ. გაწმენდილ თაროებში კი თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭელი. 

 

 

 


 
2.    მუდმივად გადაწმინდეთ კარადებისა და მაცივრის ზედაპირი

 

უმჯობესია გასუფთავებას თუ დაიწყებთ ზემოდან ქვემოთ, რადგან ამ მეთოდით კარგად იშლება მტვერი და ჩამოდის დაბლა, საიდანაც შედარებით მარტივი ხდება მტვრის შემჩნევა და გასუფთავება. 

 

3.    გაწმინდეთ წვრილი ტქენიკა

 

ნებისმიერი პატარა ტექნიკის გასასუფთავებლად კარგი საშუალებაა ძმრის ხსნარი, რომელიც კარგად აპრიალებს ზედაპირებს. შეგიძლიათ, ძმრის ხსნარით და სხვა საწმენდი საშუალებით გამოწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი, გაასუფთავოთ მიქსერი და სხვა. 

 

 

 

 

 

4.    გაწმინდეთ ყველაფერი რაც სამზარეულოს დახლზე დევს

 

წვრილი ტექნიკის გარდა, შეიძლება დახლზე გქონდეთ ზეთის ბოთლები,  სხვადასხა სახის საკიდები, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სუფთაა.

 


5.    გახეხეთ ღუმელი და მისი ზედაპირი

 

გაწმინდეთ ზედაპირი ცხიმისგან, ან დარჩენილი მტვრისგან. თუ ელექტრო ღუმელი გაქვთ, მისი გაწმენდა კიდევ უფრო ადვილია, გააზავეთ საპონი წყალში და წაუსვით ზემოდან, შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საწმენდი საშუალება. 

 

 

 

 

7.    გაწმინდეთ სახელურები

 

მოგეხსენებათ, რომ სახელურები ბაქტერიების მთავარი წყაროა. შესაბამისად, სამზარეულოში არსებული მაცივრის, გაზქურის, კარადის თუ სხვა ყველა სახის სახელური საგულდაგულოდ გაწმინდეთ. 

 

8.    გაწმინდეთ იატაკი

 

სამზარეულოს დალაგება იატაკის გაწმენდით სრულდება. იატაკის უკეთ გასაპრიალებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საწმენდი საშუალებები, რომლესაც ყველა მაღაზიაში შეიძენთ.