შეპიწკინებული წაბლი – 3 მეთოდი სახლში მოსამზადებლად
შემწვარი წაბლის გამოყენება დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების, კუნთებისა და ძვლების მდგომარეობაზე, ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ახდენს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და ზრდის იმუნიტეტს.
ამასთან, მდიდარი შემადგენლობის მიუხედავად, წაბლი არც ისე კალორიულია და შესაფერისია დიეტური კვებისთვისაც.
ერთიანად შეწვით წაბლი და არ შეინახოთ, რადგან შემწვარი წაბლი გაშრება და უგემური გახდება. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს მომზადებისთვის:
შემწვარი წაბლი ტაფაზე
დაგჭირდებათ: წაბლი - 500 გრ.
მომზადება:
ყავისფერი გარსი ჯვარედინად დასერეთ. ეს კეთდება იმისათვის, რომ წაბლი არ გასკდეს შეწვისას.
განათავსეთ წაბლი წინასწარ გახურებულ ჭურჭელში. გადააფარეთ ნესტიანი ბამბის ქსოვილი წაბლს წინასწარ,რამდენიმე წუთით, რომ არ მოხდეს წაბლის გამოშრობა შეწვის დროს.
დაახურეთ თავსახური და შეწვით 20-30 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოხსენით, მოურიეთ წაბლი და თუ შეამჩნევთ რომ მშრალია, დაასველეთ ქსოვილით.
წაბლი მზად იქნება, როდესაც კანი ადვილად დაგყვებათ. ამოიღეთ ტაფიდან, ოდნავ გაცივდეს და გააცალეთ კანი. შეეცადეთ ამის გაკეთება მომზადებიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში.
შემწვარი წაბლი ღუმელში
თქვენ დაგჭირდებათ: წაბლი - 1 კგ.
მომზადება:
თითოეული წაბლის მრგვალი მხარე ჯვარედინად დასერეთ.
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. წაბლი დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, გამოიყენეთ ზედა წვის რეჟიმი. წაუსვით წყალი, რომ არ მოხდეს წაბლის გამოშრობა შეწვის პროცესისას.
შეწვით 10 წუთის განმავლობაში. გადააბრუნეთ თითოეული წაბლი და გააგრძელეთ წვა, კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
მზა წაბლი ადვილად გამოთავისუფლდება კანისგან.
კარამელიზებული შემწვარი წაბლი
დაგჭირდებათ:
სამხრეთული წაბლი - 0,6 კგ .;
კარაქი - 0,15 კგ .;
შაქარი გემოვნებით.
მომზადება:
დასერეთ წაბლი. ჩაასხით კარაქი სქელკედლიან ჭურჭელში და გააცხელეთ. დაამატეთ წაბლი და შაქარი გემოვნებით. შეწვით დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ. წაბლი უნდა კარამელიზდეს. კერძს მიირთმევენ მსხალთან და შემწვარ ძეხვთან ერთად.