როგორ მოვამზადოთ კარალიოკის ჩირი ისე, რომ გამოვიდეს რბილი – რჩევები დიასახლისებისგან
ჩვენს ფეისბუქჯგუფში დასმულ შეკითხვაზე: მირჩიეთ, კარალიოკის ჩირი რბილი რომ გამოვიდეს რა არის საჭირო,რომ ვიცოდე?– ჯგუფის გამოცდილმა დიასახლისებმა ასეთი რჩევები მისცეს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
მაია ცხვარაძე – კარალიოკის ჩირი ხშირად რჩება მაგარი, რადგან კურკები აქვს. გირჩევთ, როცა გაშრება ჩირი გარედან შემოახვიოთ ჩაის ტილო და ისე შეინახოთ. ამ გზით, გამაგრებული ჩირი აღარ გამოგივათ.
მაია კუტიბაშვილი – გაფცქვნილ კარალიოკი (ან ხურმა) აკინძეთ მაგარ ძაფზე, დიდ თასში აადუღეთ წყალი, დაამატეთ ცოტა შაქარი და აადუღეთ,ამ სიროფში ამოავლეთ ხურმა (ან კარალიოკი) 1-2 წუთი გააჩერეთ სიროფში, ამოიღეთ და მზეზე გაკიდეთ, მალე გაშრება და გემრიელი იქნება.
ლინა – დაფრცქვნილს და დასაჩირად დაკიდებულს რომ შეეკვრება კანი ხელით უნდა დაზილოთ, ანუ ისეთ ეტაპზე უნდა იყოს რომ თითებით დაზელვისას კანი არ დასკდეს. ასე რბილიც გამოვა და ძალიან თეთრადაც დაიშაქრება.
მაკა მიქავა – გათალეთ, მდუღარე წყალში ამოავლეთ და გასაშრობად დაკიდეთ, ჩამოხსენით დროულად. ზედმეტად არ უნდა გამოშრეს.
მაკა სულაძე – დედაჩემის ნაცადი მეთოდით, უბრალოდ, მდუღარე წყალში ჩადეთ რამდენიმე წუთი და მერე გაკიდეთ გასაშრობად. რბილი და გემრიელი ჩირი გექნებათ.
ეკა ჩითორელიძე – რომ გაშრება 2–3 დღის მერე, ცხელ შაქრიან წყალში ამოავლეთ. ისეთი იქნება, როომ....ქარვისფერი და რბილი გულით.
მაია ძნელაძე – დიდხანს არ გააჩეროთ ჰაერზე და ძალიან პატარა ნაჭრებად ნუ დაჭრით.