ყვავილოვან კომბოსტოს თუ შეამჩნევთ ლაქებს, ეს ნიშნავს იმას, რომ... - გეტყვით, როგორ შეარჩიოთ და შეინახოთ სწორად - Gemrielia.ge

ყვავილოვან კომბოსტოს თუ შეამჩნევთ ლაქებს, ეს ნიშნავს იმას, რომ... - გეტყვით, როგორ შეარჩიოთ და შეინახოთ სწორად

 

ყვავილოვანი კომბოსტო არის თეთრი, ოდნავ მოყვითალო და მეწამული ფერის. ფერი დამოკიდებულია მზის ან ჩრდილის რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს გემოზე.  ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებებით. 

 

თავდაპირველად, სხვათა შორის, მისი ყვავილები პატარა იყო - არაუმეტეს ჩოგბურთის ბურთის ზომისა, მაგრამ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, სელექციონერების ძალისხმევით, ისინი კომბოსტოს დიდ ყვავილოვან თავებად იქცნენ.

 

 

მეცნიერები თვლიან, რომ ყვავილოვანი კომბოსტო, როგორც დამოუკიდებელი კულტურა, სირიაში დაახლოებით 2 ათასი წლის წინ გამოიყვანეს. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში, ამ კულტურას სირიის კომბოსტოს გარდა სხვას არაფერს უწოდებდნენ. 200 წლის შემდეგ, ყვავილოვანი კომბოსტო ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა.

 

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ

 

ყვავილოვანი კომბოსტოს არჩევისას თუ შეამჩნევთ ლაქებს, ეს ნიშნავს, რომ კომბოსტომ გაუარესება დაიწყო. თუ შენახვის დროს მცირე ზომის მუქი ლაქები გამოჩნდა, აუცილებლად მოაცილეთ და არ გამოიყენოთ საკვებად. ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ შეინახოთ 7-10 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 4 ° C ტემპერატურაზე. 

 

 

შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს რეცეპტი: 

 

ინგრედიენტები:

 

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 250 გ
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) - 1/2 ჭიქა
  • დაჭრილი ოხრახუში - 1 ჩ/კ

 

მომზადება: 

 

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო აურიეთ გამდნარ კარაქსა და ზეითუნის ზეთში.
მოაყარეთ მარილი და პილპილი. გადაიტანეთ კომბოსტო ლითონის პირფიტაზე ერთ ფენად და შეწვით დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეაბრუნეთ ღუმელში, დაახლოებით 5 წუთი, სანამ ყველი არ გადნება. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი და გემრიელად მიირთვით.