როგორ შევინახოთ ყველი ქილებში ისე, რომ დიდხანს გაძლოს – რჩევები დიასახლისებისაგან
ყველასათვის საყვარელ ყველს, უნიკალური შემადგენლობა აქვს. ყველი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს, ცილებს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს. ამ პროდუქტის რეგულარულად მოხმარება ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. მხოლოდ 200 გრამი ყველი, ფარავს სხეულის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ცხიმებზე, ცილებსა და მინერალებზე.
ყველი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს ბავშვთა და მოხუცთა კვების რაციონში. ასევე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ჩვენს ფეისბუქჯგუფში დასმულ კითხვაზე – „ როგორ შევინახოთ ყველი ქილებში? “ ჯგუფის წევრებმა სასარგებლო რჩევები და თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
მაია დანელიანი ხიზანიშვილი – მე ზაფხულში ვყიდულობ ყველს. დავჭრი ნაჭრებად რომელ ქილაშიც ჩავდებ იმის მიხედვით. ჩაალაგეთ კარგად. სამ ლიტრიან ქილაში ჩადის ორი კგ ყველი. ისე დაჭერით, რომ ამოღების დროს არ გაუჭირდეს ამოსვლა. გააკეთეთ წათხი. 5 ლიტრ წყალს უნდა 1 კგ მარილი და 1ჩ/ჭიქა შაქარი. ძმარი დაგჭირდებათ 5 ლიტრა წყალზე 0,5 ღვინის ჭიქა. კარგად გახსენით, დაასხით ქილებს და გააჩერეთ ერთი საღამო. დილით ნახავთ რომ შეიწოვა ყველმა წვენი. დაამატეთ მორჩენილი წათხი და მოხუფეთ. სულ ესაა. არ იცვლის ფერს, გემოს, სუნს. ასე ვინახავ წლებია. თან, ვიცი რამდენი მაქვს და როგორ მეყოფა.
რით განსხვავდება ჩვეულებრივად წათხში შენახვისგან ?
იმით, რომ ჰაერი არ ჩადის და ზემოდან არ იკეთებს ობს. არ ძველდება წვენი და არ მჟავდება.
მაკა ბახტურიძე – მე პლასტმასის ქილაში ვდებ დაახლოებით 5 ლიტრ წყალს, 1 შეკვრა მარილს, 1ჭიქა შაქარს. ჩვეულებრივ ინახება მთელი ზამთარი.
ნინო გელაშვილი – მეც შევინახე წელს ქილებში დაჭრილი ყველი, ოღონდ ადუღებული წათხი დავასხი და მოვხუფე. 5 ლიტრ წყალში ერთ შეკვრა მარილს მოვაკელი 200გრამი მარილი და იმავე ჭიქით დავუმატე შაქარი და მოვხუფე.
წყალი ადუღებული უნდა თუ ჩვეულებრივი? და ადუღებული თუ არბილებს?
ლარისა გრეჩიშნიკოვა – მე ვადუღებ და მდუღარეს ვასხამ, მარილით და შაქრით.ზოგჯერ მეორე ზაფხულამდე მყოფნის ასე შენახული ყველი. არა ,არასოდეს დაურბილებია.ახლაც მაქვს გახსნილი ერთი ქილა. წყალი რომ ადუღდება ჩაყარეთ მარილი და შაქარი, მერე ადუღეთ 10 წუთით, შემდეგ დაასხით ეს მდუღარე და მოხუფეთ. დილით თუ დაწეული იქნება წყალი, დაამატეთ მორჩენილ მარილწყალი. სულ ესაა. მე ვაკეთებ ივლისის შუა რიცხვებიდან,რადგან მაშინ ჯერ კიდევ იაფია ყველიც და სულგუნიც.
თუ წათხის მომზადების დრო არ გაქვთ ან ასე შენახული ყველის გემო არ მოგწონთ, ეს მეთოდი მოგეწონებათ: „რაც ეს მეთოდი მასწავლეს, წათხს აღარ ვიყენებ“ - როგორ შევინახოთ ყველი წათხის გარეშე?
ნუცი – ვჭრი სასურველი ზომის ნაჭრებად, ჩავაწყობ ეთჯერად ცელოფნებში და ვინახავ საყინულეში, როცა მინდა თითო თითოდ გამომაქვს და მივირთმევ.
მარიამი მაცო ცინცაძე – მე 6 ლიტრ წყალზე ვამატებ 1 კგ მარილს, 1 ჭიქა შაქარს და ნახევარ ჭიქა თეთრ ძმარს. კარგი გამოდის, აღარაა ისეთი მარილიანი. თუ დიდია ჭურჭელი და იმდენი ყველი არ გაქვთ რომ გაავსოთ, ზემოდან დაადეთ თეფში და ქვა. ჩემ შემთხვევაში, მაღლა ამოვიდა და დიდი თეფში დავადე, ცოტა მსუბუქი ქვა რომ არ გადაცურებულიყო. დავაფარე თავსახური. იცით რა გემრიელია, წლებია ასე ვაკეთებ. დედაჩემისგან ვისწავლე, არც სუნი ეცემა. წათხი თუ აყროლდა ყველი ფუჭდება.