შტოში – საოცარი კენკრა, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს - Gemrielia.ge

შტოში – საოცარი კენკრა, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს

შტოში საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით. გარდა ამისა, მასში უხვადაა C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინებს სასარგებლო მიკროელემენტები: კალიუმი, იოდი, მაგნიუმი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ მცენარეს ყველა სხვადასხვა სახელით იცნობს: შტოში, ფშატი, კოწახური, ქაცვი, გუმი, შეფერდია, ბარბაროსი და სხვ.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს - ანთებითი პროცესებისგან.

ამ კენკრის უნიკალური უნარია - შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი.

shtoshi1-1663677644.jpg

შტოში დაბალკალორიული პროდუქტია, ასე რომ, მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ დოეტის დროს. გარდა ამისა, რეკომენდირებულია მისი მიღება სიცხის დროს. ანგინის შემთხვევაში – გახსენით თაფლში და ყელში გამოივლეთ.

გაითვალისწინეთ: შტოშისგან მომზადებული სასმელები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებული არ არის. თუ ეგზემა გაწუხებთ, კანზე შტოშის წვენის საფენების დადებას გირჩევთ. ეს მეთოდი ჭრილობის მოსაშუშებლადაც გამოგადგებათ.

თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას.

shtoshi2-1663677655.jpg

შტოშის წვენისა და ჭარხლის წვენის ნარევი უხდება მაღალ წნევას. შტოში სასარგებლოა ასევე დაბალი მჟავიანობის და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

ამერიკელი მეცნიერების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შტოში შემადგენლობით ყველა სხვა ხილსა და ბოსტნეულს სჯობნის.

შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში 1 კგ კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი. წამოადუღეთ ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით და დააყოლეთ თბილი წყალი.