ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი... - მცენარე, რომელიც რკინის შემცველობით სტაფილოსაც კი უსწრებს - Gemrielia.ge

ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი... - მცენარე, რომელიც რკინის შემცველობით სტაფილოსაც კი უსწრებს

 

 

მიწავაშლა ბალახოვანი მცენარეა, უკავშირდება ჩილელი ინდიელების ერთ–ერთი ტომის სახელს. საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს. სიმაღლით 2 მეტრამდე იზრდება, ხოლო ნაყოფი ბოლქვის სახით მწიფდება.

 

 

მის შემადგენლობაში შედის: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფთორი, ქრომი და სხვა მინერალები. რკინის შემცველობით მიწავაშლა საგრძნობლად უსწრებს სტაფილოს, თალგამს, ჭარხალს. მიწავაშლას ბოლქვები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან წითელი.

 

 

მიწავაშლას აქვს გარემოს ზემოქმედების ნეგატიური შედეგების განეიტრალების უნარი. ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონები: მარილები, ტოქსინები, რადიონუკლიდები და ზედმეტი ქოლესტერინი. ამას მის შემადგენლობაში შემავალი ინულინი და უჯრედისი განაპირობებს.

 


 

 

 

მასში დიდი რაოდენობით არის ინსულინის ანალოგი - ინულინი, ამიტომ ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ორგანიზმში ინსულინის მოვალეობას ასრულებს - ის შაქრის აქტიური დამშლელია. მიწავაშლაში შემავალი ინულინი, რეგულარული მიღებისას, აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია 30-40 გრამი გახეხილი გორგლის მიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე.

 

მიწავაშლას, როგორც კარტოფილს, ისე წვავენ, მისგან ფაფებსაც აკეთებენ და სხვადასხვა კერძსაც. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ უმი სახითაც. მიწავაშლას ორგანიზმიდან  სწრაფად  გამოაქვს მარილები. 

 

 

მიწავაშლასგან დიეტურ ყავასაც კი ამზადებენ. მისგან სპირტისა და არყის გამოხდაც შეიძლება. თანაც, ადვილად, დიდი დანახარჯების გარეშე. 

 

 

 

 

ამ მცენარეს იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგოდ. საჭიროა მისი გორგლების გახეხვა და მასის სახეზე დადება 15-20 წუთის განმავლობაში. ასეთი ნიღბის გაკეთება შეიძლება 3-4 დღეში ერთხელ. საგრძნობი ეფექტი უკვე 10-15 პროცედურის შემდეგ შეიმჩნევა - ნაოჭები ქრება, ხოლო სახის კანი რბილი და მოქნილი ხდება. მეტი ეფექტის მისაღებად მიწავაშლას უმატებენ სელის ან კანაფის ზეთს.

 

 

მიწავაშლა გამოიყენება წონაში დასაკლებად - ის დაბალკალორიულია, სასარგებლო და ორგანიზმის გაწმენდის ფუნქცია აქვს.