ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს -მითი თუ რეალობა? - Gemrielia.ge

ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს -მითი თუ რეალობა?

ტკბილეული თითქმის ყველა ქალს უყვარს. რაიმე გემრიელის მირთმევა განსაკუთრებით მაშინ გვინდება, როცა გვიანია და არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ფიგურისთვის მავნეა, მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ გემრიელი და სასარგებლო ალტერნატივაც არსებობს.

 

საჭიროა თუ არა ტკბილეულზე მთლიანად უარის თქმა, ლამაზი აღნაგობის შესანარჩუნებლად?

დავამსხვრიოთ მითები შაქრის შესახებ!

არ არსებობს მავნე და სასარგებლო ტკბილეული, ყველაფერი დამოკიდებულია პროდუქტში მარტივი ნახშირწყლებისა და შაქრის რაოდენობაზე. გარდა ამისა, ტკბილეული ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვარღვევთ შაქრის ამ აუცილებელი დოზის ზღვარს. სწორედ ამიტომ იკრძალება შაქარი დიეტოლოგების მიერ დიეტის განმავლობაში.

არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები - გლუკოზა, ფრუქტოზა და კიდევ რამდენიმე სხვა სახეობა ხილსა და ბოსტნეულს სიტკბოს აძლევს. რთული ნახშირწყალია ლაქტოზა- რძის შაქარი, საქაროზა - ჭარხლის შაქარი. ასევე რთული ნახშირწყლებია სახამებელი და გლიკოგენი, სახამებელი მცენარეული, ხოლო გლიკოგენი ცხოველური წარმოშობისაა.

როგორიც არ უნდა იყოს, ნახშირწყალი, ორგანიზმში მოხვედრისას გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში ხვდება. იგივე პროცესი გლიკოგენისა და სახამებლის შემთხვევაში ძალიან ნელა ხდება, ამიტომ გლუკოზის დონეც ნელა იწევს. ნახშირწყლების ის რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ვერ ხარჯავს, ცხიმებად გარდაიქმნება. სწორეს ამიტომაა, მავნე შაქარი, უფრო სწორად კი დიდი რაოდენობით შაქარი.
მასზე მთლიანად უარის თქმა შეუძლებელი და არც ღირს. შაქარი ძლიერი ანტისტრესული საშუალებაა, ის ტვინს კმაყოფილების სიგნალს უგზავნის, ჩვენ კი განწყობას გვიუმჯობესებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია ზომიერება და ნება იმისა, რომ არჩევანი შაქრის ნაკლები შემცველობის, ნატურალურ ტკბილეულზე შევაჩეროთ.

ასეთია, მაგალითად, ზეფირი. მის შემადგენლობაში ვაშლის პიურე, კვერცხის ცილა და ცოტაოდენი შაქარი შედის.
კარგი ალტერნატივაა ხილის მარმელადიც, შაქარში ამოვლების გარეშე. მის შემადგენლობაში ხილის პიურე, ჟელატინი ან პექტინი შედის. მისი ძირიტადი კომპონენტია ფრუქტოზა, რომელიც სისხლში სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად.

Image result for ზეფირი

სასარგებლოდ ითვლება აღმოსავლური ტკბილეულიც, ჰალვას და მურაბებიოს გარდა. აღმოსავლური ტკბილეული ძირითადად თაფლით, სხვადასხვა თხილეულით და ნიგვზით, ქიშმიშით, სანელებლებით მზადდება და სწრაფად ანაყრებს ადამიანს. თანაც მისი დიდი რაოდენობით მირთმევა შეუძლებელია.

თაფლი ძალიან სასარგებლო ნახშირწყლოვანი პროდუქტია. თუ უშაქრო ჩაის დალევა გვიჭირს, თაფლი კარგი ალტერნატივაა.

Image result for თაფლი

თუ ტორტებზე უარს ვერ ვამბობთ, მაშინ არჩევანი ისეთზე შევაჩეროთ, რომელიც ბევრ ხილს, ჟელეს, მსუბუქ იოგურტის კრემს შეიცავს.

Image result for შავი შოკოლადი

თუ შოკოლადის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებთ, მაშინ მხოლოდ შავი შოკოლადი მივირთვათ, კაკაოს 70-80% შემცველობით. ასეთ შოკოლადში შაქარი ნაკლებია, თანაც, კაკაოს მაღალი შემცველობის გამო პატარა ნატეხიც დაგვიკმაყოფილებს მოთხოვნილებას.
ყველა ზემოჩამოთვლილი ტკბილეული, მასში შემავალი ინგრედიენტების გამო, ძალიან ნოყიერია და დიდი რაოდენობით მიღება ძნელია. უმჯობესია, თუ მათ დღის პირველ ნაწილში მივიღებთ, ასე ორგანიზმი მიღებული კალორიების დახარჯვას მოასწრებს.

დიეტის დროს, როცა თავს უფლებას ვერ ვაძლევთ ზემოთ აღწერილი ტკბილეული მივირთვათ, შეგვიძლია სიტკბოს მოთხოვნილება ჩირეულით დავიკმაყოფილოთ. გარგრის, ქლიავის, ფინიკის ჩირი, ქიშმიში ნატურალური და ძალიან სასარგებლოა. მართალია, ყველაფერი ეს კალორიულია, მაგრამ 30-40 გრამი ორგანიზმის მოთხოვნას სიტკბოზე სრულიად დააკმაყოფილებს.