როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა, გავისუფთავოთ ფილტვები და ვებრძოლოთ ინფექციას - Gemrielia.ge

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა, გავისუფთავოთ ფილტვები და ვებრძოლოთ ინფექციას

 

იმუნური სისტემა თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა. იმისათვის, რომ დაავადებებს, ბაქტერიებსა თუ ვირუსებს წარმატებულად ებრძოლოთ, საჭიროა ჯანსაღად იკვებოთ. გთავაზობთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც  მარტივად გაუმკლავდებით ინფექციას.

 

•    კურკუმა
 

ინდურმა სანელებელმა არც თუ ისე დიდიხანია რაც საქართველოში გაითქვა სახელი. დიასახლისები მას კერძებში იყენებენ ხოლმე. კურკუმა ნამდვილი სასწაულია თქვენი ორგანიზმისთვის. ის წარმატებით ებრძვის ინფექციებსა და ანთებას.
ძილის წინ მიიღეთ კურკუმას ჩაი და მალევე იგრძნობთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრების ხარისხი.

 

რეცეპტი
 

1 სუფრის კოვზი კურკუმა
1 ჭიქა თბილი რძე
1 სუფრის კოვზი თაფლი

 

შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ თაფლი და კურკუმა ერთად.
ეს სასმელი დაგიცავთ ყოველგვარი გაციებსა თუ გრიპისაგან.

 

 

•    ბროკოლი

ჯანსაღი სასუნთქი სისტემა რომ გქონდეთ, მიირთვით მწვანე ფოთლოვანი მცენარეები:  ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, ბროკოლი. ისინი შეიცავენ ქლოროფილს, რომლის დახმარებითაც სისხლის დიდი ნაკადი მიედინება სასუნთქ სისტემაში. ისინი ანტიოქსიდანტებს შეიცავენ.

ბროკოლი ორგანიზმს საკმარისი ბოჭკოთი ამარაგებს, რომელიც სჭირდება საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნაწლავებს, სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის. მას  ასუფთავებს ბაქტერიებისგან და შლაკებისგან. ბროკოლი ასევე შეიცავს ვიტამინ  C -ს, რაც თქვენს უჯრედებს ენერგიით აავსებს და მათ ინფექციებთან ბრძოლაში დაეხმარება.

 

რეცეპტი
 

ერთი თავი ბროკოლი გაასუფთავეთ, დაჭერით ერთი ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა და დაუმატეთ. მოაყარეთ პილპილი, მარილი, დაფქული წითელი წიწაკა, 2 სუფრის კოვზი ზეთი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე, 15 წუთით.
 

 

•    თხილეული
 

თხილეული აძლიერებს ტვინის და მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირებას. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემას მწყობრში მოიყვანს.
 

ნახევარი ჭიქა თხილი, ნუში და კაკალი მოხალეთ.

აიღეთ პატარა ჭიქით  ფინიკი, გაასუფთავეთ კურკებისგან და დაუმატეთ თაფლი. შემდეგ კი თხილეულთან ერთად დააბლენდერეთ.მიღებული მასა მოათავსეთ მაცივარში, ერთი საათით, შემდეგ კი მიირთვით.

 


 

•    ბულგარული წიწაკა
 

 C ვიტამინით მდიდარი ბულგარული წიწაკა წელიწადის ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
 

რეცეპტი
 

აიღეთ 1 ცალი წითელი, 1 ცალი მოყვითალო და 2 ცალი მწვანე  ბულგარული წიწაკა.
1 ცალი ხახვი ( ებრძვის ანთებასა და ინფექციებს, ამცირებს და ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას.დადებითად მოქმედებს გულისა და ფილტვების მუშაობაზე) 1 კონა ქინძი, მწვანე წიწაკა, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოასხით ლიმონი. 
ეს სალათა მდიდარია ვიტამინებით, რომელიც მეტ ძალას შემატებს თქვენს ორგანიზმს.

 

 

•    სტაფილო
 

თუ მწეველი ბრძანდებით, სუსტი ფილტვები გაქვთ ან უბრალოდ გსურთ უფრო ძლიერი სასუნთქი სისტემა გქონდეთ, მიირთვით სტაფილო. ის მდიდარია C ვიტამინით, შეიცავს კაროტინს, რითაც ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ასუფთავებს ფილტვებს.
აიღეთ ერთი ცალი პომიდორი, სტაფილო, ფორთოხალი და მიირთვით მათი წვენი. ასე თქვენს იმუნურ სისტემას ნამდვილად „დაასაჩუქრებთ“.


 

.