„ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას...“ – ზურა შევარდნაძის ნოსტალგიური წერილი
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნოსტალგიურ წერილს აქვეყნებს, სადაც ბავშვობასა და ოჯახურ სადილებს იხსენებს.
„ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა ცხელი კერძი, ჩახანით ბუხარში ჯაჭვზე, ყოველ დღე სხვადასხვა...“