ხშირად გრძნობთ დაღლილობას და სუსტად ხართ? გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს ჰემოგლობინის ასამაღლებლად
თუ ამჩნევთ, რომ ბოლო დროს ხშირად გრძნობთ დაღლილობას, სუსტად ხართ და თვბრუსხვევა გაწუხებთ, გამოგიშრათ კანი და თმა გცვივათ, შესაძლოა რკინის ნაკლებობა გაწუხებდეთ. რკინა ეს ის მინერალია,რომელიც ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. მაგალითად, ქალებს დღეში 10 დან 15 გრამამდე რკინა სჭირდებათ. ეს სტატია მათთვისა ვისაც დაბალი ჰემაგლობინი აქვს და ხშირად განიცდის რკინის ნაკლებობას.
ძილის წინ აიღეთ 1 ცალი ვაშლი, გათალეთ და მთელი ღამე გააჩერეთ, დილით კი მიირთვით. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება, რომ ორგანიზმი საჭირო ვიტამინით გაამდიდროთ.
მიირთვით შავი ქლიავი და ბროწეული - ის აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის დაავადებებთან საბრძოლველად, მათ შორის რკინის ნაკლებობისა და ანემიის დროს.
ხურმა - ასევე მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის რკინაცაა, იაპონელები ადიდებენ ამ ხილს.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალ ხილზე მეტად გამომშრალი ხილი უფრო სასარგებლოა რკინის დეფიციტთან საბრძოლველად. მათ შორისაა ქიშმიში და გარგრის ჩირი.
რეცეპტი N 1
დაგჭირდებათ 72 ცალი ქიშმიში ( ყურძნის) ამ რეცეპტით 9 დღეში გაიმჯობესებთ სისხლში რკინის დონეს.
• დღე პირველი
3ც ქიშმიში ჩააგდეთ 1 ფინჯან ოთახის ტემპერატურის წყალში. გააჩერეთ და მეორე დღეს, დილით, უზმოზე მიირთვით ერთი ცალი და მოსვით ცოტა წყალი. შუა დღეს, ლანჩამდე, მეორე და ისევ მოსვით ცოტა წყალი. საღამოს, სადილამდე დალიეთ დარჩენილი წყალი და შეჭამეთ მესამე ქიშმიშიც.
• დღე მეორე
ახლა უკვე 6 ცალი ქიშმიში ჩაყარეთ და მიირთვით ორ-ორად, იმავე თანმიმდევრობით.
• დღე მესამე
9 ცალი ქიმშმიში და ჭამთ 3-3-ს.
• დღე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე
12 ცალი ქიშმიში გაანაწილეთ ოთხად.
• მეშვიდე დღე
ისევ 9 ცალი და მიიღეთ სამ-სამად.
• მერვე დღე
6 ცალი და მიირთვით ორ-ორად.
• მეცხრე დღე
3 ცალი ქიშმიში იმავე წესით, როგორც პირველ დღეს.
ამ განრიგით მიღებული ქიშმიში დაგეხმარებათ სწორად და ზუსტი ოდენობით მიაწოდოთ ორგანიზმს მოკლებული რკინის ოდენობა. თავს იგრძნობთ უფრო ენერგიულად და გაგიუმჯობესდებათ ცხოვრების ხარისხი.
რეცეპტი N 2
აიღეთ 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ჭარხალი, 1ც ბროწეული, 2 ს/კ ქოქოსის ფანტელები, 6-7 ცალი ფინიკი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ.
მიღებული მასის დალევიდან მალევე იგრძნობთ ენერგიის მატებას.
რეცეპტი N 3
ეს არის რკინით მდიდარი სალათა
• 1კ სალათის ფურცელი
• 1 ფინჯანი მოხარშული ლობიო
• 1ც კიტრი
• 1ც თეთრი ხახვი
• 1კ ქინძი, 2კ პიტნა, 1ც მწვანე წიწაკა
• მარილი და ლიმონის წვენი გემოვნებით.
აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიირთვით.