„მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღება არასწორია“ - რას გვირჩევს ექიმი-დიეტოლოგი? - Gemrielia.ge

„მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღება არასწორია“ - რას გვირჩევს ექიმი-დიეტოლოგი?

ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად უმრავლესობა მარტივ გზას ირჩევს - მოკლევადიან მკაცრ დიეტებს, რაც, დიეტოლოგების თქმით, დაუშვებელია. მან ჩვენი ორგანიზმი შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს. რა შედეგები მოჰყვება თვითნებურ დიეტებს და როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე, ამის შესახებ „კვირის პალიტრას“ ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:


- ბევრს დიეტა შიმშილობაში ეშლება. რას ნიშნავს დიეტა?

 

- დიეტა ნიშნავს სწორ, დაბალანსებულ, ჯანსაღსა და რაციონალურ კვებას. თუ პაციენტს რაიმე ტიპის დაავადება არ აქვს, ნებისმიერი სახის პროდუქტის მიღება შეუძლია, მათ შორის, ტკბილისაც. აქედან გამომდინარე, არ ხდება არც ერთი პროდუქტის შეზღუდვა. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რა რაოდენობით მივიღოთ.
 

 

- წონის დასაკლებად ზოგიერთი დიეტოლოგს მიმართავს. ბევრისთვის ულუფის გრამობით მიღება არაკომფორტულია, ამიტომ კვების საკუთარ მენიუს ადგენს: კვირის მანძილზე ერთი სახეობის პროდუქტს იღებს - წიწიბურას, მაწონს, უმარილო ბრინჯს და ა.შ. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი გადაწყვეტილება?

 

- მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღება არასწორია. ბუნებაში ბევრი პროდუქტი იმიტომ არსებობს, რომ თითოეულ მათგანს თავისი თვისება, შემადგენლობა და დანიშნულება აქვს... კითხვის გაგრძელება