რატომ იღებს ნიორი მწვანე ფერს და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება - Gemrielia.ge

რატომ იღებს ნიორი მწვანე ფერს და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება

 

 

ნიორი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. შეიცავს ცილებს, რომელიც იმუნიტეტის აძლიერებს. არის ანტიბაქტერიული საშუალება და მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს. 

 

ნიორს ხშირად იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებენ. ინფარქტისა და ინსულტის მიზეზი კი სწორედ თრომბია.

 

ნივრის ქსოვილებში არის ნივთიერება - ალინი, რომელიც რეაქციის რამდენიმე ეტაპის შემდეგ ქმნის სულფატებსა და სულფიდებს. ზოგი მათგანი იშლება და იქმნება უსიამოვნო სუნი, ზოგი რეაგირებს ამინომჟავებთან და ქმნის პიგმენტებს, რომლებიც ნიორს ფერს უცვლის. რეაქცია ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა ნივრის ქსოვილების მთლიანობა, ანუ დაჭრის შემდეგ.

 

 

 

1.  ფერის ცვლა და მისი სიჩქარე არ არის დამოკიდებული ნივრის ტიპზე.

 

 

2.  მოუმწიფებელი ნიორი შეიცავს ნაკლებ ალინს, ამიტომ ის უფრო ნელა შეიღებება.

 

 

3. თბილი ქვეყნების ნიორი შეიცავს მეტ ალინს, ვიდრე ცივ კლიმატურ პირობებში მოყვანილი.

 

 

4. ალინი აგრძელებს დაგროვებას მოსავლის ნივრის შენახვისას.

 

 

ეს ყველაფერი ნორმალურია. არ ჩათვალოთ რომ მისი გემო მოგწამლავთ. მწვანე ნიორი უბრალოდ არ გამოიყურება ესთეტიკურად სასიამოვნოდ - ეს არის მთავარი მინუსი. 

 

 

 

თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ფერის ცვლილება, მაშინ გირჩევთ: 

 

 

1. მწნილის ან დამარილებისას, ნაჭრები ფრთხილად გაწმინდეთ, რომ არ გაუჩნდეს ბზარები.

 

 

2. გამოიყენეთ ახალგაზრდა ნიორი სამზარეულოსთვის.

 

 

3. დამარილების ან დამწნილების შემთხვევაში აუცილებლად გრილი უნდა იყოს ყველა ინგრედიენტი.

 

 

4. შეინახეთ დაბალ ტემპერატურაზე.

 

 

5. ცხელ კერძებს (ფაფა, კარტოფილი) დაამატეთ ცალკე შემწვარი ნიორი.