ხდება თუ არა ინფიცირება საკვები პროდუქტებიდან და რჩევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან - Gemrielia.ge

ხდება თუ არა ინფიცირება საკვები პროდუქტებიდან და რჩევები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან

 

 

პანდემიის ირგვლივ მუდამ ტრიალებს კითხვები საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. სტატიაში წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. 

 

შეიძლება კორონავირუსი ხილიდან ან ბოსტნეულიდან გადაგვედოს?

 

ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს COVID-19 ით საკვებიდან,  მათ შორის, ხილიდან ან ბოსტნეულიდან. ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების ნაწილია და მათი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია.

 

 

როგორ გავრეცხოთ საკვები პროდუქტები პანდემიის დროს?

 

გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდით: სანამ მათ გარეცხავთ, დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით. შემდეგ ხილი და ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ სუფთა წყლით, განსაკუთრებით თუ უმად მიირთმევთ. 

 

 

ძლებს თუ არა ვირუსი პროდუქტის შეფუთვაზე?

 

კორონავირუსს სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მას მასპინძლობას გაუწევს გამრავლებისა და გადარჩენისთვის. ის არ მრავლდება შეფუთულ ზედაპირებზე. არ არის საჭირო საკვების შესაფუთი მასალების დეზინფექცია, მაგრამ ხელები სათანადოდ უნდა დაიბანოთ  შეფუთების დამუშავების შემდეგ და ჭამის წინ.

 

ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხალხი ინფიცირდება COVID-19 –ით საკვებიდან. გარდა ამისა, ვირუსი მაღარ ტემპერატურაზე კვდება. საკვები, როგორიცაა ხორცი, ფრინველი და კვერცხი, ყოველთვის კარგად უნდა იყოს მოხარშული მინიმუმ 70° C ტემპერატურაზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ საკვები შევინახოთ უსაფრთხო ტემპერატურაზე და მოსამზადებლად გამოვიყნოთ სუფთა წყალი და ნედლეული.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!