ბროკოლის ღერო და ფოთლები – შეიძლება თუ არა მათი საკვებად გამოყენება - Gemrielia.ge

ბროკოლის ღერო და ფოთლები – შეიძლება თუ არა მათი საკვებად გამოყენება

 

 

მსოფლიო უკვე დიდი ხანია საუბრობს ბროკოლის სასარგებლო თვისებებზე. ბროკოლს სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, ბროკოლში არსებული კალიუმი კარგად არეგულირებს სხეულის წყლის ბალანსს, რკინა ხელს უწყობს სისხლის ახალი უჯრედების სწრაფ ფორმირებას. ბროკოლი შედის მრავალი დიეტისა და სპორტული კვების მენიუში.

 

ძალიან ცოტამ იცის, რომ ყვავილის გარდა მისი სხვა ნაწილების საკვებად მიღებაც შეგიძლიათ. 

 

 

აღსანიშნავია, რომ ბროკოლის ფოთლები და ღეროები რამდენჯერმე მეტ საკვებ ღირებულებებს შეიცავს, ვიდრე ყვავილი: 30 გრამი ბროკოლის ფოთლები შეიცავს ვიტამინის A–ს  ყოველდღიური ღირებულების მესამედსა და  C ვიტამინის ყოველდღიური საჭიროების თითქმის ნახევარს.

 

ღეროები შეიცავს უამრავ სულფორაფანს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უშლის უჯრედების განადგურებასა და სიმსივნის წარმოქმნას.

 

 

როგორ გამოვიყენოთ ღერო

 

ყვავილისაგან განსხვავებით, ღერო უფრო მკვრივი კანით არის დაფარული, ტკბილი და ბოჭკოვანია. არსებობს რამოდენიმე რჩევა მის მისაღებად: კანი მოაცილეთ, გამოცხობამდე მოაყარეთ ღეროებს ზეთი, უმჯობესია მოხარშოთ ისინი ორთქლზე.


ბროკოლი შესანიშნავია მათთვის, ვინც დიეტას იცავს, რადგან ბროკოლი არის დაბალკალორიული და ცილის შემცველი.

 

 

როგორ გამოვიყენოთ ფოთლები

 

ყველაზე მდიდარი და მკვეთრი ფოთლები უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის. ფერმენტები, რომლებსაც ის შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმში მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

 

იმისათვის, რომ მწარე გემო არ ჰქონდეს, ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი. ფოთლებს გამოიყენებენ ასევე კიტრის მწნილისთვის, ამატებენ ჩაშუშულსა და ცხელ კერძებს.