პაატა იმნაძე ასახელებს 3 საშუალებას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა სახლის პირობებში უნდა გაითვალისწინონ - Gemrielia.ge

პაატა იმნაძე ასახელებს 3 საშუალებას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა სახლის პირობებში უნდა გაითვალისწინონ

 

როგორ უნდა იკვებოს და იმკურნალოს კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა, რათა მალე გამოჯანმრთელდეს. ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

 

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავარი რეკომენდაციები იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები და სახლის პირობებში მკურნალობენ. მან გამოყო 3 საშუალება, რომლებიც მიზანშეწონილია პაციენტებმა (და არამხოლოდ) გაითვალისწინონ:

 

1. „ბევრი სითხის მიღება, სუფთა წყალი არის ყველაზე კარგი საშუალება.

 

2. მოძრაობა - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი სისუსტეს იწვევს და ადამიანს ამ დროს განძრევაც კი არ უნდა, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ვიმოძრაოთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც შეიძლება შევასრულოთ.

 

3. ლიმონი, ლიმონიანი ჩაი - ყველამ ვიცით, რომ გაციების დროს ლიმონიანი ჩაი კარგი საშუალებაა. სხვათა შორის, ლიმონს სისხლის გამათხელებელიც კი შეიძლება ვუწოდოთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.