თევზი შეწვით და სუნი მთელ სახლში ტრიალებს? გასწავლით გზებს უსიამოვნო სუნის შესამცირებლად - Gemrielia.ge

თევზი შეწვით და სუნი მთელ სახლში ტრიალებს? გასწავლით გზებს უსიამოვნო სუნის შესამცირებლად

 

თევზი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით. თევზის ქონი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, უზრუნველყოფს მხედველობას. ერთადერთი ვიტამინია, რომელიც კიბოს წინააღმდეგ მოქმედებს. თევზი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის საბადოა, როგორიცაა ფოსფორი, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემისთვის.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიასახლისები უსიამოვნო შედეგს აწყდებიან თევზის მომზადებისას. სუნი ტრიალებს არამხოლოდ სამზარეულოში, არამედ მთელ სახლში. გასწავლით რამდენიმე ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ თევზით გამოწვეული უსიამოვნო სუნის შემცირებაში:

 

 

მოხალეთ ყავის მარცვლები ტაფაზე, მას ახასიათებს მკვეთრი სუნი, რომელიც მარტივად გაანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.

 

 

შეწვამდე, თევზი გააჩერეთ ძმრიან წყალში ცოტა ხნით, ამ გზით თევზის სუნს მკვეთრად შეამცირებთ. 

 

 

ციტრუსის დამწვარი ქერქის სუნი ყველა არსებული სუნის გასაქრობად კარგი საშუალებაა, ასევე, შეგიძლიათ თევზი შეწვათ ლიმონის ნაჭრებთან ერთად. 

 

 

თევზთან ერთად შეწვით კარტოფილის სქელი ნაჭრები, სუნიც მკვეთრად შემცირდება და მეორე კერძიც მზად იქნება.

 

 

არსებობს კიდევ ერთი გზა – თევზის შეწვის პარალელურად, ცალკე ქვაბში ადუღეთ ძმრიანი წყალი. 

 

 

იმ შემთხვევაში, თუ თევზის სუნი ხელზეც გადმოგედოთ, გამოიყენეთ მარილი ან ლიმონის წვენი. ორივე მათგანი სწრაფად შეიწოვს ნებისმიერი სახის სუნს.