როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კომბოსტოს ჭამა – გამოცდილი 10 რჩევა ექსპერტებისგან
კომბოსტო შეუცვლელი პროდუქტია ბავშვთა კვების რაციონისთვის. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს. თუმცა ბავშვების უმეტესობას სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურს ამ ბოსტნეულის ჭამა. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 რჩევას, თუ როგორ შეაყვაროთ თქვენს შვილს კომბოსტო:
1. „შიმშილი–საუკეთესო გამოსავალია“ როცა გშია, საჭმელი უფრო გემრიელად გამოიყურება, ამიტომ თავდაპირველად, შეგიძლიათ მხოლოდ ბოსტნეულის მირთმევა შესთავაზოთ პატარას, მაგალითად - ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი. როდესაც ბავშვს არჩევანის საშუალება აღარ ექნება, შეიძლება ისეთ საკვებიც კი მიირთვას, რომელიც არ მოსწონს. მაგრამ ეს ვარიანტი ყველასთვის არ გამოდგება.
2. დააინტერესეთ ბავშვი: განათავსეთ კომბოსტო თეფშზე ყვავილების, მზის, ცხოველების ფორმით.
3. იმისათვის, რომ ბავშვი დააინტრიგოთ, დაარქვით კომბოსტოს სხვა სახელები. მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო გახდეს „თეთრი ღრუბელი“, ბროკოლი – „მწვანე ტყე“ და ა. შ.
4. არ გაუმახვილოთ ბავშვს ყურადღება იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მიირთვას ბოსტნეული. სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები უფრო ხშირად ჭამენ ბოსტნეულს, როდესაც მშობლები ნაკლებად აწუხებენ ამ რჩევით.
5. თუ ბავშვს არ სურს კომბოსტოს ჩვეული ფორმით ჭამა, შეგიძლიათ მოაყაროთ მას გახეხილი ყველი ან ყველთან ერთად გამოაცხოთ ღუმელში.
6. თანდათანობით დაამატეთ კომბოსტო სხვადასხვა კერძებს, განსაკუთრებით იმას, რაც თქვენს შვილს მოსწონს. მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ სალათი და ჩააჭრათ ძალიან წვრილად დაჭრილი კომბოსტო ან მაკარონსა და კვერცხს დაუმატეთ ბროკოლი და გახეხილი ყველი - ამ კერძის ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.
7. ბავშვებს უყვართ ცხობა. გამოაცხვეთ კომბოსტოს ღვეზელები ერთად.
8. გააკეთეთ კომბოსტოს კატლეტები. მათი მომზადება ადვილია და ბავშვების უმეტესობასაც უყვარს.
9. უთხარით თქვენს შვილს, რომ არ არის ვალდებული უყვარდეს რომელიმე ბოსტნეული, მაგრამ ამის ცდა ღირს.
10. თუ ყველა ზემოხსენებული რჩევა არ გამოგადგათ, შეეცადეთ შენიღბოთ პროდუქტი სხვადასხვა გზით. მაგალითად, შეგიძლიათ კომბოსტო დააბლენდეროთ და დაუმატოთ წვნიანში.