ლაქტო და ბიფიდობაქტერიები - რა სახელწოდებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვები პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში ? - Gemrielia.ge

ლაქტო და ბიფიდობაქტერიები - რა სახელწოდებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვები პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში ?

 

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების სასარგებლო თვისებების შესახებ, ისინი არაერთხელ არიან ნახსენები რძის პროდუქტების რეკლამებში. 

 

სად ცხოვრობენ ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაცილები?

 

ადამიანის ორგანიზმისა და ბაქტერიების ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების მაგალითი სწორედ ეს ორი ბაქტერიაა. მათში შემავალი მიკრობები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სხეულის თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში: საჭმლის მონელების, იმუნიტეტის, სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემის მუშაობის დროსაც კი.

 

 

საიდან მოდის სახელები: ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაცილები?

 

კარგ ბაქტერიებს პრობიოტიკს უწოდებენ. ლაქტო და ბიფიდობაქტერიები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამ შემთხვევაში. მიკროსკოპის ქვეშ, ბიფიდობაქტერიები მჭიდროდ ჩალაგებულ წნელებს ჰგვანან. სახელი „ლაქტობაცილი“, როგორც ბევრი თვლის, პირდაპირ კავშირში არ არის რძესთან. უბრალოდ, ამ ტიპის ბაქტერიებს აქვთ ლაქტოზისა და სხვა ნახშირწყლების რძემჟავად გარდაქმნის უნარი.

 

რა განსხვავებაა ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაცილებს შორის?

 

ბიფიდობაქტერიები ზრდასრული ადამიანის ნაწლავის მიკრობიომის უმეტესობას შეადგენს. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ სიმბიოზში: იღებენ საკვებ ნივთიერებებს ჩვენგან და საპასუხოდ აწარმოებენ ამინომჟავებს, ცილებსა და B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე უზრუნველყოფენ ცილების, ცხიმების, კალციუმისა და რკინის ნორმალურ შეწოვას.

 

ლაქტობაცილი ასევე ნორმალური მიკრობიომის ნაწილია. ის გვხვდება მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს ბაქტერიები წარმოქმნიან ლაქტაზას, ფერმენტს, რომელიც გვაძლევს ლაქტოზას – რძის შაქრის მონელების საშუალებას. ასევე აწარმოებენ ლიზოციმს –ფერმენტს, რომელიც ებრძვის უცხო ბაქტერიებს.

 

 

 

 

რომელი საკვები შეიცავს ბიფიდობაქტერიას და ლაქტობაცილს?

 

 

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაცილები ჩვენს სხეულში ხვდება დედის რძესთან ერთად.

 

მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ ისინი, პირველ რიგში, კეფირით, ხაჭოთი, ყველით, იოგურტებით და რაც მთავარია, ფერმენტირებული საკვებით, როგორიცაა მჟავე ხილი და ტრადიციული იაპონური მისოს წვნიანი. 

 

მოძებნეთ ეს სახელები საკვები დანამატების, რძის ნააწარმისა და პრეპარატების შეფუთვაზე, კვლევებმა დაადასტურა ამ ტიპის ბაქტერიების დადებითი ეფექტი:

 

  • Bifidobacterium longum
  • Bifidobacterium breve
  • Bifidobacterium bifidum
  • Bifidobacterium animalis
  • Lactobacillus acidophilus
  • Lactobacillus casei
  • Lactobacillus plantarum
  • Lactobacillus reuteri
  • LGG
  • Lactobacillus rhamnosus

 


სხეულში ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების ბალანსზე მეტია დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. დისბაქტერიოზი ნიშნავს არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, არამედ იმუნური ფუნქციის დაქვეითებას, სისუსტისა და დაღლილობის მუდმივ განცდას, მუდმივ სტრესს. ეს ყველაფერი ჩვენს სხეულს ნაკლებად მდგრადს ხდის ინფექციების მიმართ, ამიტომ, გირჩევთ ხშირად მიირთვათ ჯანსაღი საკვები.