ახალი და ჯანსაღი წასახემსებლები „ვიტამინისგან“
თუ ჯანსაღად იკვებებით და ცდილობთ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ, მაშინ კვების რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სასარგებლო და გემრიელი წასახემსებლები, რომლებსაც „ვიტამინის“ მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ. ნატურალური და სწორად შერჩეული ინგრედიენტებით მომზადებული ხემსი ვიტამინების და მინერალების შესანიშნავი წყაროა. გარდა ამისა, თითოეული რეცეპტი შეიცავს ცილების ცხიმებისა და ნახშირწყლების დაბალანსებულ რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი დიეტისა და კვების რეჟიმის დროს.
პროტეინის კოქტეილი
პროტეინის კოქტეილი დღის შესანიშნავი დასაწყისია. მისი მთავარი ინგრედიენტი 100% -ით ნატურალური რძის შრატზე დამზადებული პროტეინია რომელიც უზრუნველყოფს კუნთის ზრდას, სისხლში შაქრის დონის შემცირებას, ანთებითი პროცესების შეჩერებას, ანტიოქსიდანტური დაცვის გაძლიერებას და სისავსის შეგრძნებას. გარდა ამისა, პროტეინის ფხვნილი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და წონის კლების პროცესს, ამიტომ იგი თავსებადია ნებისმიერ დიეტასთან და კვების გეგმასთან. კოქტეილში ჩიას თესლის დამატებით თქვენ მიიღებთ ვიტამინებს, მინერალებს, საკვებ ბოჭკოს ხოლო ბანანთან და რძესთან მისი შერევა, მოგმატებთ ძალას, აგავსებთ ენერგიით. რაც მთავარია, კოქტეილი არის ცილის შესანიშნავი წყარო და უზრუნველყოფს ჩვენი უჯრედების, კუნთებისა და ქსოვილების შენებასა და აღდგენას.
ინგრედიენტები:
• პროტეინი „მარწყვით“ APPLIED NUTRITION - ერთი კოვზი
• სიროფი „შოკოლადით“ - Frankys Syrup - გემოვნებით
• ჩია - აგროფაი 1 ჩ/კ
• რძე - 250 მლ
• ბანანი - 1 ცალი
• დარიჩინი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ჩაყარეთ ჩია რძეში და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით, მიღებული მასა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ პროტეინი, ბანანი და დარიჩინი. დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას. მიღებული კოქტეილი მოათავსეთ ჭიქაში, დაუმატეთ შოკოლადის სიროფი და გემრიელად მიირთვით.
ბლინები
ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული უგემრიელესი ბლინები დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესანიშნავი არჩევანია. ბლინების შეწვისას გამოყენებული მაკდამის თხილის ზეთი არის 100% -ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი, რომელსაც აქვს სასიამოვნო არომატი და ბლინებს თხილის მოტკბო დელიკატურ გემოს სძენს. გარდა ამისა, ეს ზეთი თქვენს ორგანიზმს 30-მდე სახეობის ვიტამინით და მინერალით მოამარაგებს. ბლინების მომზადებისას ასევე გამოვიყენებთ Whey HD პროტეინს, რომლის სასარგებლო თვისებები ზემოთ აღვნიშნეთ. პროტეინი მიწისთხილის კარაქთან ერთად, ბლინებს ცილის შესანიშნავ წყაროდ აქცევს. გოჯი ბერი და სიროფი ბლინების საბოლოო და უგემრიელესი შტრიხია. უნდა აღინიშნოს, რომ გოჯი ბერი
შეიცავს მრავალ მიკრო და მაკრო ელემენტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ინგრედიენტები:
• პროტეინი „ორეოს ნამცხვარი“ - BPI WHEY HD – 2 კოვზი
• მაკდამის თხილის ზეთი - Golden Kings
• არაქისის კარაქი შოკოლადით - GOT7
• ბანანის სიროფი - Frankys Bakery
• გოჯი ბერი - აგროფაი
• შვრიის რძე - ½ ჭიქა
• კვერცხი - 2 ცალი
მომზადების წესი:
დააბლენდერეთ პროტეინი, შვრიის რძე, კვერცხი. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი (ისე რომ ტაფის ძირი დაიფაროს). დაბლენდერებული მასა დაასხით ტაფაზე მრგავლი ფორმით და შეწვით ორივე მხრიდან. გამომცხვარ ბლინებს წაუსვით მიწის თხილის კარაქი, მოასხით ბანანის სიროფი, მოაყარეთ გოჯი და გემრიელად მიირთვით.
პუდინგი
უმარტივესი და ძალიან სასარგებლო პუდინგი, დღის ენერგიული და ჯანსაღი დასაწყისია. ეს რეცეპტი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, დღის მანძილზე უზრუნველყოფს ძალას და ენერგიას. შეიცავს საკვებ ბოჭკოსა და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს რაც სხვა მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ინგრედიენტები:
• ჩია - აგროფაი 1 ჩ/კ
• პროტეინი - CRITICAL WHEY – 1 კოვზი
• რძე/მაწონი - 250მლ
• ბანანი
• დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
1 მიღება (28 გ) ჩიას გამომშრალი თესლი შეურიეთ ერთ კოვზ ვეი პროტეინში და დაამატეთ 250მლ რძე ან მაწონი. კარგად ამოურიეთ და მთელი ღამით გააჩერეთ მაცივარში. დილით დაუმატეთ ბანანი, დარიჩინი და გემრიელად მიირთვით.
R