მარტივი და გემრიელი: შუშხუნა ლიმონათი, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

მარტივი და გემრიელი: შუშხუნა ლიმონათი, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ


ვის არ უყვარს შუშხუნა და გემრიელი ლიმონათი? თანაც, თუ განსაკუთრებულად მარტივი მოსამზადებელია. ჩვენ შემოგთავაზებთ ლიმონათის რეცეპტს, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა - შემადგენელი ინგრედიენტების წყალობით, ის ამაღლებს იმუნიტეტს, გავსებთ ენერგიით და აუმჯობესებს განწყობას. მართალია ზამთარია და გამაგრილებელ სასმელზე მოთხოვნა ნაკლებია, თუმცა ცოცხალი გემოსა და არომატების მქონე ლიმონათი ყოველთვის კარგი იდეაა. ლიმონის, ჯანჯაფილის, პიტნისა და თაფლის კომბინაცია იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო საშუალებად ითვლება, რაც შემოდგომა/ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური თემაა. მატონიზირებელი წყალი კი ჯანსაღ მიქსს კიდევ უფრო ცოცხალ და მხიარულ გემოს ანიჭებს. 

 

 

იცოდით, რომ რამდენიმე თვის წინ, ბაზარზე მატონიზირებელი წყლის პირველი ქართული ბრენდი, „ბუღა“ გამოჩნდა? პროდუქტი ნატურალური, პრემიალური ინგრედიენტებით მზადდება, შესაბამისად ის ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ამიერიდან თქვენი საყვარელი სასმლის მომზადება საქართველოში დამზადებული მატონიზირებელი წყლითაა შესაძლებელი. პროდუქტი სს „წყალი მარგებლის“ ქარხანაში იწარმოება, რაც ხარისხის გარანტიაა.

 

მომზადების დრო: 10-15 წთ. 


რაოდენობა: 2 ჭიქა

 


ინგრედიენტები: 

 

•    3 ცალი ლიმონი; 

•    ½ ჭიქა წყალი; 

•    1 ცალი მატონიზირებელი წყალი „ბუღა“; 

•    2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ან თაფლი;

•    1 სუფრის კოვზი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი; 

•    4-5 ცალი პიტნის ფოთოლი. 

 

 

მომზადების წესი: 

 

•    გაფრცქვენით ლიმონი, დაჭერით სქელ ნაჭრებად, დაამატეთ წყალი, შაქარი ან თაფლი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაწურეთ მასა და სითხე ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. 

 

•    მიღებულ სითხეს დაამატეთ მატონიზერებლი წყალი „ბუღა“ და კარგად მოურიეთ. 

 

•    დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი და დასრესილი პიტნის ფოთლები. 

 

•    გადაიტანეთ ჭიქებში და მორთეთ ლიმონის ნაჭრებით. 

 

გემრიელად მიირთვით!

 

R