ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება და ვიტამინებსაც ინარჩუნებს - Gemrielia.ge

ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება და ვიტამინებსაც ინარჩუნებს

 

გოგრა ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ეს ბოსტნეული არის დაბალკალორიული და იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის დიეტას.
 

 

გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B.
 

 

С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს - ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით.

 

 

 

მასში მოიპოვება კაროტენი და უიშვიათესი T ვიტამინი რომელიც სკვების გადამუშავებას აადვილებს.

 

 

ყველაზე მთავარი კი ისაა,რომ გოგრა სავსეა E ვიტამინით. ეს უკანასკნელი კი ახალგაზრდობის ელექსირია. თუ გინდათ გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და შეაფერხოთ სიბერე –  მიირთვით ბევრი გოგრა.

 

 

 

მოამზადეთ ღუმელში ან ორთქლზე: 

 

„ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი, დადგით შიგნით ჯამი ან ღრმა თეფში ისე, რომ ძირი ზევით იყოს მოთავსებული. უნდა შექმნათ პატარა ორთქლის აბაზანა. დაალაგეთ დაჭრილი გოგრა და ზემოდან დააფარეთ კალკის ქაღალდი. კარგად დაუფარეთ გვერდები, მოხარშეთ 20–30 წუთით. ამ მეთოდით გოგრა სრულად იხარშება ორთქლზე და ნარჩუნდება ვიტამინები. მიირთვით და იყავით მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა.“  – გვიზიარებს გემრიელიას ფეისბუქჯგუფის წევრი ელენე რამიშვილი.