როგორ შევქმნათ სუფრაზე საახალწლო განწყობა – ნახეთ ხელსახოცების დაკეცვის 50 ორიგინალური იდეა - Gemrielia.ge

როგორ შევქმნათ სუფრაზე საახალწლო განწყობა – ნახეთ ხელსახოცების დაკეცვის 50 ორიგინალური იდეა

ქორწილისთვის ემზადებით თუ შაბათ-კვირას მეგობრების დასახვედრად, კარგად გაწყობილ მაგიდას ყოველთვის ისეთივე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც კერძებსა და სასმელს სტუმრების მიღების პროცესში, რადგან პირველ რიგში სწორედ ის იპყრობს მათ ყურადღებას. ხელსახოცები, ისევე როგორც თეფშები და ჭიქები, დამატებით როლს თამაშობს მაგიდის გაფორმებისას, რათა ხაზი გაუსვას წვეულების თემატიკას. ელეგანტურად გაწყობილი მაგიდა არ ნიშნავს, რომ ამისთვის ძვირადღირებული ჭურჭელი და აქსესუარები დაგჭირდებათ. ამ საქმეში ფერთა შეხამება, ცოტაოდენი წარმოსახვა და შესაფერისად დაკეცილი ხელსახოცები დიდ დახმარებას გაგიწევთ.

 

როდესაც ირჩევთ ხელსახოცის დაკეცვის რაიმე ფორმას, უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად შეესაბამება და თემატურად ხაზს უსვამს იმ მოვლენას, რასაც ზეიმობთ. ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. მაგალითად, გულის ან წითელი ვარდის ფორმის ხელსახოცი შეგიძლიათ რომანტიული სადილის დროს გამოიყენოთ, მაშინ როდესაც ბაფთა – სახალისო განწყობას შექმნის სუფრაზე. განსაკუთრებული შემთხვევებისას, როგორიცაა ქორწილი, ორივე – ტექსტილი და ფერი ფრთხილად უნდა შეირჩეს. თუ დიზაინი მოითხოვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებით ორნამენტები და აქსესუარები.

 

 

გაინტერესებთ როგორ დაკეცოთ ხელსახოცი? ეს მარტივია, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებით სტატიაში მოცემულ ინსტრუქციებს. ძირითადად გამოყენებულია ორიგამის ტექნიკა (ტრადიციული იაპონური ხელოვნება – ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების ან საგნების გაკეთება). შეგიძლიათ სცადოთ ქაღალდით, ფაქტიურად, ბევრ რესტორანში იყენებენ ქაღალდის ხელსახოცებს. იმ მიზნით რომ დახმარება გაგიწიოთ, სტატიაში წარმოგიდგენთ ხელსახოცების დაკეცვის 50 ორიგინალურ და კრეატიულ ნიმუშს. თვალი გადაავლეთ, შეარჩიეთ რომელიმე და სასიამოვნოთ გააოცეთ თქვენი სტუმრები!


1. როგორ შევქმნათ სუფრაზე საახალწლო განწყობა

 

 

გააგრძელეთ კითხვა და ყველა იდეა იხილეთ აქ