ხილი, რომელიც ხელს უშლის არტერიული წნევის ვარდნას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ახდენს გულისცემის ნორმალიზებას - Gemrielia.ge

ხილი, რომელიც ხელს უშლის არტერიული წნევის ვარდნას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ახდენს გულისცემის ნორმალიზებას

 

ზღმარტლი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა, ვარდისებრთა ოჯახიდან.  მას სხვადასხვა ქვეყანაში  სხვადასხვა სახელით იცნობენ : ჩეჩნეთში ამ ხილის სახელია – ხამცი. საქართველოში - ზღმარტლი. სომხეთში - ზიკირი, ბაქოში – ეზგილი.

 

შეიცავს ვიტამინებს:  A, C, PP, E, K და  B ჯგუფს. ასევე: კალიუმს, ნატრიუმს, იოდს, სპილენძს, კალციუმს, სელენს, პექტინს. მისი კალორიული შემცველობა მცირეა - დაახლოებით 50 კკალ 100 გრამზე. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა: 1: 0,5: 26. 

 

 

რეგულარული გამოყენებისას, ზღმარტლი ხელს უშლის არტერიული წნევის ვარდნას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ახდენს გულისცემის ნორმალიზებას. აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. 

 

განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარება მას დიაბეტთან ბრძოლაში, პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.

 

 

 

ამ ხილში ბევრი ბოჭკოა, რაც  ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კარგ მუშაობას, ხელს უშლის ყაბზობას. მაგრამ ამისათვის საჭიროა მხოლოდ მწიფე ხილის ჭამა, მოუმწიფებელმა ხილმა შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს. 

 

იაპონური ზღმატლი იზრდება სამხრეთით მდებარე ბაღებში. ყვავის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო ნაყოფს იძლევა გაზაფხულზე.  ნათელი და მზიანი, ყვითელ – ნარინჯისფერი, თხელი კანით, ხილი მწიფდება აპრილ-მაისში ან ივნისის დასაწყისში. გარეგნულად,  იაპონური ხილი მსხალს ჰგავს და გემო აქვს გარგარისა და ქლიავის ნარევის მსგავსი. 

 

 

ხაჭო-ბანანის მუსი ზღმარტლით

 

ინგრედიენტები

 

უცხიმო ხაჭო - 250 გრ
ახალი ბანანი - 2 ცალი.
ზღმარტლი - 2 ცალი.
შაქარი გემოვნებით

 

ბანანი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ. ბანანს დაუმატეთ ხაჭო, შაქარი გემოვნებით და კვლავ აურიეთ ორივე ინგრედიენტი ბლენდერში, ბოლოს დაამატეთ ზღმარტლიც.

მოათავსეთ  დასრულებული მუსი თასში, მოუხდება გახეხილი შოკოლადი ან დარიჩინი.