ტკბილი პროდუქტი და სწორი კვება - შესაძლებელია თუ არა ბალანსის შენარჩუნება? - Gemrielia.ge

ტკბილი პროდუქტი და სწორი კვება - შესაძლებელია თუ არა ბალანსის შენარჩუნება?


შავი შოკოლადი იდეალურია, თუ ტკბილის ხასიათზე ხართ

 

ვის არ უყვარს შოკოლადი? თუმცა როდესაც წონის დაკლება გსურთ, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მისი სახეობა. ბოლო პერიოდია, წონაში კლების მსურველთათვის რეკომენდაცია ჯანსაღ კვებასა და კალორიების ბალანსს ენიჭება. სწორედ ამიტომ, არ უნდა თქვათ უარი თქვენს ფავორიტ ტკბილეულზე. ჩვენი რჩევაა, უპირატესობა შავ შოკოლადს მიანიჭოთ, რომელიც შემადგენელი ნივთიერებების წყალობით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მათ შორის, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ამცირებს ანთების კერას და აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას. 

 

ბევრ ადამიანს აინტერესებს, ეხმარება თუ არა შავი შოკოლადი წონის კლების პროცესს. გამოკვლევებით დასტურდება, რომ რომ შავი შოკოლადი ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და მისი მცირე ულუფა მალევე იწვევს დაკმაყოფილების შეგრძნებას. 

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შავი შოკოლადი აუმჯობესებს განწყობას და დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რაც ასე მნიშვნელოვანია წონის კლებისთვის. 

 

 

დესერტი შაქრისა და ფქვილის გარეშე?

 

დიახ, ეს შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურად ჟღერდეს, თუმცა შაქრისა და ფქვილის გარეშე მომზადებული დესერტიც გემრიელია. თუ ჩვენი არ გჯერათ, სცადეთ შაქრის ჩანაცვლება თაფლით, ყავისფერი შაქრით ან ნეკერჩხლის სიროფით. სამივე პროდუქტი ჯანმრთელობისთის სასარგებლოა, ორგანიზმი მას მარტივად გადაამუშავებს და თანაც, ენერგიით გავსებთ. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია ტკბილი პროდუქტების მოხმრება შეამციროთ. 

 

მაგალითად, თუ 100 გრამი შაქარს თაფლით ან ნეკერჩხლის სიროფით ჩაანაცვლებთ, შეამცირეთ მისი რაოდენობა 20 გრამით. ეს რაოდენობა არ გამოიწვევს ტკბილი გემოს მკვეთრ შემცირებას, დააკმაყოფილებს ტკბილის მოთხოვნილებას, მაგრამ ამასთან, დროთა განმავლობაში, ნაკლები სიტკობს მიღებაში დაგეხმარებათ. 

 

რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ ბრინჯის, ნუშის, წიწიბურის ფქვილით ან თუნდაც შვრიის ფანტელით. ბოლო პერიოდიში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ასეთი დესერტები. სცადეთ საყვარელი მაჭკატების მომზადება დაფქვილი შვრიის ფანტელით, მოასხით ნეკრჩხლის სიროფი და დარწმუნდებით, რომ აუცილებელი არ არის, გემრიელი დესერტი კალორიების  საცავი იყოს.  

 


უშაქრო ენერგეტიკული სასმელი 

 

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის ცნობილია, რომ გაზიანი და ენერგეტიკული სასმლის ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. თანაც, მაშინ თუ სწორი კვებას მისდევთ და რამდენიმე კილოგრამის დაკლებას ცდილობთ.

 

მაგრამ, ყველა ადამიანი აანალიზებს, რომ ფავორიტ სასმელზე სამუდამოდ უარის თმა ფაქტობრივად შეუძლებელია. ბალანსი - ეს ის სიტყვაა, რომლითაც უნდა განსაზღვროთ რას, როდის და რა რაოდენობით მიირთმევთ. ასეთ დროს, უშაქრო ენერგეტიკული სასმელი იდეალური გადაწყვეტილებაა. თანაც, მოდი ვაღიაროთ, რომ კვირაში ერთხელ მისი მიღება არც ჯანმრთელობისთვისაა მავნე და არც სწორი კვების დარღვევად ჩაგეთვლებათ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს სასმელი ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული. 

 

ენერგეტიკულ სასმელებს ეფექტი კოფეინის და შაქარის შემცველობითაა განპირობებული, თუმცა არსებობს ისეთი პროდუქტები, სადაც შაქრის შემცველობა 0-ის ტოლია. ხოლო გემოს გასაუმჯობესებლად სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნული დამატკბობელი გამოიყენება. 

 

 

სულ ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ბაზარზე ქართული უშაქრო ენერგეტიკული სასმელი,  „ბუღა 0 კალორია“ გამოჩნდა, რომელიც აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვისაა შექმნილი. ის ენერგიის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ზედმეტ კალორიებს ერიდება და ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარია. თანაც, „ბუღა 0 კალორია“ „წყალი მარგებელის“ პროდუქტია, რაც მისი ხარისხის გარანტიაა. 

 

R