„ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ? განა, რამდენი ვიცხოვრე“ - გაიანე კარაპეტიანი თავის ცხოვრებაზე, შვილებისა და სიცოცხლის სიყვარულზე - Gemrielia.ge

„ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ? განა, რამდენი ვიცხოვრე“ - გაიანე კარაპეტიანი თავის ცხოვრებაზე, შვილებისა და სიცოცხლის სიყვარულზე

თბილი, საყვარელი, მხიარული, უბოროტო... გაიანე კარაპეტიანის მისამართით კიდევ ბევრ დადებით ეპითეტს წაიკითხავთ სოციალურ ქსელში. „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ყველაზე პოზიტიურ კონკურსანტად აღიარებულ გაიანეს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და განსაცდელი შეხვდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, რომ ცუდი ამბების მიუხედავად სიცოცხლის სიყვარული შეინარჩუნო და მეტიც, სხვა ადამიანების კარგ განწყობაზე ფიქრობდე.

 

ინტერვიუ საღამოს ჩაიწერა, ჭიქა ყავის თანხლებით და საკმაო დისტანციის დაცვით. მაშ ასე, გაიცანით გაიანე კარაპეტიანი უფრო ახლოს.
 

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „მასტერშეფის“ შემდეგ?

 

- ბევრი რამე შეიცვალა. როგორც ყვავილი იბადება, აი, ასე დაიბადა ჩემში რაღაც - საინტერესო, რამაც ჩემი ცხოვრება უფრო გაამხიარულა, გაალამაზა. ხალხი გავიცანი, ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი კარგი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებმა ეკრანს მიღმა დაინახეს გაია - ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია - და შეიყვარეს. ხალხო, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მადლობა ყველას თითოეული კეთილი სიტყვისთვის, ძალიან უყვარხართ თქვენს გაიანეს!

 

mshoblebi

- როგორ მოახერხეთ, რომ ათასობით ადამიანს შეაყვარეთ თავი?

 

- ალბათ მათ დაინახეს ჩემში ადამიანი - უბოროტო - და ეს მოეწონათ. ადამიანი ასეთი უნდა იყო, ვერ ითამაშებ. ცუდის გაკეთება კი არა, ცუდის გაფიქრებაც კი არ შემიძლია, ალბათ ასე დავიბადე, ასე გამზარდეს. უამრავი ბავშვი, დიდი, კაცი, ქალი მწერს და მეუბნება, შენ რომ გიყურებ, თითქოს ეკრანიდან სხივიგამოდისო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომელთა გამოც გავიტანჯე, ბევრი ტკივილი გავიარე, მე მათაც არ ვუსურვებ ცუდს. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მე ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ. თანაც ადამიანს ცუდს რომ უკეთებ, ვინ იტანჯება ყველაზე მეტად? - ის, ვინც ცუდს აკეთებს. მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მეტი უბედურება მხვდებოდა ცხოვრებაში, მით მეტად მხიარული და კეთილი ვხდებოდი.

 

mshoblebi

- როგორც ვიცი, საკმაოდ მძიმე სენი დაამარცხეთ...

 

- დიახ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შემიყვარდა. ოჯახის შექმნასა და შვილის გაჩენას ვაპირებდით, დავიწყე ჰორმონალური წამლების დალევა, რათა "ორგანიზმი გამეღვიძებინა". იმ ადამიანთან არაფერი გამოვიდა. წონაში მომატება დავიწყე, მივედი ექიმთან, ჩამიტარეს გამოკვლევები. გინეკოლოგმა რომ აიღო ტომოგრაფიის ფურცელი, შემომხედა და მითხრა: არ მინდა ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა; თუ საჭირო იქნება, ქიმიასაც გაიკეთებ, თუ საჭირო იქნება ოპერაციასაც გაიკეთებო.

 

ძალიან ემოციური ვარ. რომ ვნერვიულობ, არაფერი არ მესმის, შოკში ვვარდები. ასე დამემართა დიაგნოზის გაგების დროსაც. კიდევ კარგი, რომ ჩემი და მყავდა გვერდით და ის დამეხმარა. ამ დროს ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ? განა, რამდენი ვიცხოვრე, ჩემი შვილები, შვილიშვილები როგორ დავტოვო?! მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა... კითხვის გაგრძელება